რუსი სამხედრო ვირუსოლოგები, ეპიდემიოლოგები და რეანიმატოლოგები, სპეციალურ ტექნიკასთან ერთად, იტალიის ქალაქ ბერგამოში ჩავიდნენ და მუშაობას შეუდგნენ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, რუსები 65 ობიექტზე – მოხუცთა სახლებში ჩაატარებენ შესაბამის სადეზინფექციო სამუშაოებს. ეს სახლები სპეციალურად აღჭურვილია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად და საკმაოდ გადატვირთულია.
იტალიაში რუსეთის ელჩმა სერგეი რაზოვმა „ლა რეპუბლიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუს სპეციალისტთა ნაწილი დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყებს მუშაობას ბერგამოს (ლომბარდია) საველე ჰოსპიტალში, რომლის ამუშავებაც იმ დროისთვის იგეგმება.
იტალიის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩომ არაკორექტული და დეზინფორმაციული უწოდა გაზეთ „ლა სტამპაში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას რუსული დახმარების უსარგებლობის შესახებ და შესაბამისი განცხადება გაუგზავნა გამოცემის მთავარ რედაქტორს. განცხადება გამოცემის ელექტრონულ ვერსიაში დღეს გამოქვეყნდა.
სერგეი რაზოვის თქმით, რუსული დახმარების სარგებლიანობისა თუ უსარგებლობის შესახებ ალბათ ჯობდა, ეკითხათ ბერგამოს მცხოვრებლებისთვის, სადაც რუსი სპეციალისტები იმუშავებენ. ელჩის თქმით, ეს ქალაქი ყველაზე მეტად არის დაზარალებული – 1267 ადამიანი გარდაიცვალა, ამჟამად კი 7072 ინფიცირებული პაციენტია და სწორედ იქ ჩავიდნენ რუსი სპეციალისტები დასახმარებლად.
როგორც ცნობილია, გუშინ La Stampa-მ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული დახმარების 80% უსარგებლო გამოდგა.
[arve url=”https://www.youtube.com/watch?v=g7q8R8kBcXk” /]
ნინო ხოშტარია
კომენტარები