საბერძნეთისაზოგადოება

29 მარტს საბერძნეთი ზაფხულის დროზე გადავა

კვირას, 29 მარტს, გამთენიისას, 03:00 საათზე საბერძნეთში საათის ისრები ერთი საათით წინ გადაიწევა და ქვეყანა ზაფხულის დროზე გადავა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები.

საათის შემდეგი გადაწევა შემოდგომაზე, ოქტომბერში მოხდება და შესაძლებელია საბერძნეთი ოქტომბერში ბოლოჯერ გადავიდეს ზამთრის დროზე, რადგან ევროპარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის ტერიტორიაზე 2021 წლიდან საათის გადაწევის პრაქტიკის გაუქმების შესახებ.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლის აპრილიდან შედის. მანამდე ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტომ, შეინარჩუნებენ ზაფხულის, თუ ზამთრის დროს. თუკი საბერძნეთი გადაწყვეტს, მუდმივად ზაფხულის დრო შეინარჩუნებას, მაშინ 2021 წლის მარტში ქვეყანაში კიდევ ერთხელ გადაიწევს წინ საათის ისრები.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ზაფხულის დროს შემოღების მიზანს ელექტროენერგიის დაზოგვა წარმოადგენდა, თუმცა სამეცნიერო კვლევებით დადგინდა, რომ დროის ცვლილებას უარყოფითი ეფექტი უფრო აქვს, ვიდრე დადებითი.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close