სპორტი
ქეცბაიამ ქართველების გამგზავრებაზე ილაპარაკა – ფეხბურთელებს ოჯახებზე ზრუნვას ვერ ავუკრძალავ
კვიპროსული გუნდის, ფამაგუსტის „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსული რადიოს Super Sport FM 104.0-ის ეთერში მურთაზ დაუშვილისა და ჯანო ანანიძის საქართველოში გამომგზავრებაზე ისაუბრა.
„ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა, თუ რატომ გადაწყვიტეს გუნდის ქართველმა მოთამაშეებმა სამშობლოში დაბრუნება.
„დაუშვილმა მითხრა, რომ ღამით ვერ იძინებდა, რადგან მისი შვილები და მეუღლე საქართველოში არიან. ოჯახის წევრების ჩამოსვლას ელოდა, მაგრამ მერე მათი საქართველოში დაბრუნება ძნელი იქნებოდა, რადგან აეროპორტები, ფაქტობრივად, დაკეტილია. ასეთივე ვითარებაში იყო ანანიძეც – მათ საკუთარი ოჯახი მარტო არ მიატოვეს. მე კი არ შემიძლია ფეხბურთელები იმიტომ გავაჩერო, რომ მათ გუნდთან ხელშეკრულება აკავშირებთ“, – განმარტა ქეცბაიამ.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები