საქართველოსაზოგადოება
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
„დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა ერთ თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტი საგანგებო სხდომას დღესვე გამართავს.
ამ ეტაპზე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი.
1tv.ge
კომენტარები