აშშ-ის შესაბამისმა სამსახურმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა.
„მალარიისა და ართრიტის საწინააღმდეგო მედიკამენტმა ჰიდროქსილქლოროკინმა კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის განმარტებით, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახურმა ამ მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა.
მისივე თქმით, პრეპარატი თავდაპირველად გამოიყენება დამხმარე დანიშნულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებს შეუძლიათ მოითხოვონ ამ ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენება პაციენტების სამკურნალოდ, ხოლო შემდეგ სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახური შეძლებს შეაგროვოს მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ.
კომენტარები