საქართველოსაზოგადოება

საქართველოში ჩამომსვლელ პირებს თვითიზოლაციის წინასწარ მოთხოვნა შეუძლიათ კარანტინის ნაცვლად

ჯანდაცვის სამინისტრომ თვითიზოლაციის მოთხოვნის სპეციალური ფორმა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში შემოსვლის მსურველებს საკარანტინე ზონის ნაცვლად თვითიზოლაციაში მოთავსების შესაძლებლობა ეძლევათ.

„მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური მოთხოვნის ფორმა, სადაც პირადი მონაცემების, საიზოლაციო სივრცისა და ადგილზე საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას მიუთითებენ.

შევსებული კითხვარი უნდა გაგზავნონ მისამართზე [email protected], რის შემდეგაც უწყების წარმომადგენლები, მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან ერთად, მოახდენენ საიზოლაციო სივრცეების წინასწარ შეფასებას და განაცხადის შესაბამისად დაკმაყოფილებას. თვითიზოლაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

აღნიშნულ ბმულზე შესაძლებელია ჩამოტვირთოთ თვითიზოლაციის მოთხოვნის ფორმა.

ასევე, ფორმის  ჩამოტვირთვა შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებგვერდიდან www.stopcov.ge

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close