fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

შოკოლადის „კორონოვირუსი“ საფრანგეთიდან (ვიდეო)

ფრანგმა კონდიტერმა ჟან-ფრანსუა პრემ წითელი ნუშით მორთული შოკოლადის ბურთულა შექმნა. მისი შემოქმედების შთაგონების წყარო ახალი კორონავირუსის 3D გამოსახულება გახდა.

დასავლეთ საფრანგეთის ფილისტერის  დეპარტამენტში მან უკვე ათეულობით ასეთი ტკბილი „კორონავირუსი“ გაყიდა. მისი თქმით, ამ რთულ ჟამს კორონავირუსის ფორმის შოკოლადი მომხმარებლებში ღიმილს იწვევს.

თავად მომხმარებლები ამბობენ, რომ შოკოლადის „კორონავირუსი“ საუკეთესო ვაქცინაა და ვირუსით დაინფიცირების პანიკური შიშის ანტიდოტია.

„ამ შფოთვისა და დეპრესიის დროს მნიშვნელოვანია დავწყნარდეთ, ხოლო ღიმილი ხშირად შიშის გადალახვის საუკეთესო საშუალებაა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close