იტალიასაზოგადოება

კორონავირუსის გამო იტალიაში საქართველოს საელჩო ემიგრანტებს მითითებებს აძლევს

მოქალაქეთა თანამშრომლობა ფუნდამენტურია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად!

კორონავირუსის გავრცელების გამო იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს.

„მოქალაქეთა თანამშრომლობა ფუნდამენტურია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად!

ლომბარდიის რეგიონის მითითებები:

მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ლომბარდიის რეგიონის კომუნებში (21 თებერვლის განკარგულებაში მითითებული კომუნები) და აღენიშნებათ გრიპის სიმპტომები, არ უნდა მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, არამედ უნდა დარეკონ რეგიონის ცხელ ხაზზე 800.89.45.45, ან 112-ზე, ან საერთო ინფორმაციის გასაგებად – 1500-ზე.

დეტალური ინფორმაციის გასაგებად შებრძანდით ლომბარდიის რეგიონის ვებგვერდზე!

ვენეტოს რეგიონის მითითებები:

მოქალაქეებმა, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულ პირებთან, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები ან აქვთ მსუბუქ ფორმებში, როგორიცაა სიცხე ან/და ხველა რესპირატორული გართულებების გარეშე, არ უნდა დარეკონ 118-ზე და არ უნდა მიმართონ საავადმყოფოს. უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე – 800.46.23.40. ეჭვისა და ვარაუდის დროს დარეკეთ 1500-ზე, სიმპტომების აღმოჩენისას არ მიმართოთ საავადმყოფოს! დარეკეთ 118-ზე!

თვალყური მიადევნეთ რეგიონის სოციალურ ქსელებს:

https://www.facebook.com/RegionedelVeneto

https://twitter.com/RegioneVeneto

დეტალური ინფორმაციის გასაგებად შებრძანდით ვენეტოს რეგიონის ვებგვერდზე!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close