newsტექნოლოგიები

გაიცანით „მისტერ ფილი“ – ყველაზე თანამედროვე ნაგვის ურნა

გერმანიის დედაქალაქის ხელისუფლება ახალი თაობის ნაგვის ურნას ტესტავს.

ახალი თაობის ნაგვის ურნებს სამჯერ მეტი ნარჩენების შენახვა შეუძლია. ისინი გამვლელებს „მადლობას“ უხდიან და გადატვირთვის შემთხვევაში ინფორმაციასაც გასცემენ.

ახალი თაობის ნაგვის ურნის სახელია „მისტერ ფილი“. ის მეტრზე ოდნავ მაღალია, მაგრამ ნათელი ფორთოხლისფრის წყალობით შორიდანვე შესამჩნევია.

„მისტერ ფილი“ ბერლინის ყველაზე თანამედროვე ნაგვის ურნაა.

ის მზის ენერგიით იკვებება, ნაგავი კი მასში უფრო მეტი თავსდება, ვიდრე სტანდარტულ ურნაში.

ნაგვის ურნის  შიგნით  სტანდარტული ყუთია მოთავსებული, რომლის მოცულობაა 120 ლიტრი, მაგრამ ურნა ისეა მოწყობილი, რომ  შემომავალი ნაგვის მოცულობას ხუთჯერ ამცირებს, ამიტომ ურნა 600 ლიტრ ნარჩენს ინახავს.

როგორც ნაგვის შეგროვების საქალაქო კომპანიის პროექტის ხელმძღვანელი ტილო მერცი აცხადებს, ხალხმრავალ საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც უამრავი ტურისტია და ბევრი გამვლელი, სტანდარტული ნაგვის ურნები სწრაფად ივსება. ისინი დაცლას დღეში სამჯერ საჭიროებენ, ხოლო ამ კონტეინერების დახმარებით სურთ  უზრუნველყონ, რომ მათი დაცლა მხოლოდ დღეში ერთხელ ან თუნდაც ორ დღეში ერთხელ მოხდეს.

ნაგვის ურნას ერთი საინტერესო თვისებაც აქვს: როგორც კი ის ორი მესამედით შეივსება, პანელი ყვითელდება, ხოლო როდესაც ყუთი 90 პროცენტით ივსება, პანელი წითელდება და კონტეინერი სიგნალს სადისპეტჩეროს უგზავნის.

ბერლინის გარდა ამგვარ ნაგვის ურნას ჰამბურგსა და ბრემენშიც ტესტავენ.

qartuliazri.reportiori.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close