მსოფლიომოგზაურობა
ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში შესვლა შეეზღუდებათ
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 20 თებერვლიდან რუსეთში ჩინეთის მოქალაქეებს შესვლა შეეზღუდებათ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
როგორც ცნობილია, ტურისტული, სასწავლო და პირადი მიზნებისთვის, ასევე, დასაქმების მსურველ ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში დროებით არ შეუშვებენ.
როგორც რუსული მედია იუწყება, აღნიშნულ განკარგულებას ხელი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა უკვე მოაწერა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1868-ს მიაღწია. დაინფიცირებულია 72 ათასზე მეტი ადამიანი.
გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ვითარება საკმაოდ საშიშია.
info9.ge
კომენტარები