საქართველოეკონომიკასაზოგადოება

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვალით არსებობს

მოსახლეობის 2/3-ს ვალის გარეშე ცხოვრება აღარ გამოსდის. მიუხედავად მრავალგვარი ფინანსური რეგულაციისა და სესხების ხელმისაწვდომობის გამკაცრებისა, ვითარება უფრო მძიმდება.

საქართველოში 1.8 მლნ ადამიანს აქვს აღებული 19 მლრდ. ლარის სესხი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის (2 მლნ. 700 ათასი ადამიანი) 66% ვალით ცხოვრობს, ხოლო საშუალოდ ერთი ადამიანის სესხი 10 ათასი ლარია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოთხოვილ დოკუმენტზე დაყრდნობით, „თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდი“ ავრცელებს.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე აცხადებს, რომ სესხის მაღალი მაჩვენებელი არაფერზე მიუთითებს, მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში სესხის მიზნობრიობაა. სრულწლოვანი მოსახლეობის 66%-ს სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული, რომელიც, ძირითადად, მოხმარებას ხმარდება და არა წარმოებას.

„ჩვენ გვედავებიან ხოლმე, რომ სესხი კარგია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეკონომიკური დოვლათის შექმნისკენ არის მიმართული. 760 ათასი პენსიონერი გვყავს და აქედან ყოველ მეორეს თუ არა, ყოველ მესამეს აღებული აქვს საპენსიო სესხი, რომელიც ხმარდება, ძირითადად, წამლებს, საკვებს და ა.შ. გარდა ამისა, ყოველ მეოთხე მსესხებელს აქვს ვადაგადაცილება და ვერ ახერხებს სესხის დაფარვას და ისიც ცუდია, თუ როგორ იზრდება ბანკებისთვის ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლები. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 77 მლნ. იყო, 2019 წელს კი 85 მლნ შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს სესხის გადახდა უფრო და უფრო უჭირთ. 2018 წელს უფრო მეტი ადამიანი იყო ვისაც ვადაგადაცილება ჰქონდა, ვიდრე 2019 წელს, მაგრამ ამას ის ახსნა აქვს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა კი არ გაუმჯობესდა, არამედ სესხების განულების პროგრამამ ჩამოწერა“, – განუცხადა „კომერსანტს“ ანა გოგოლაძემ.

სოციალური მდგომარეობის დღითიდღე გაუარესებამ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ვალთან ერთად ცხოვრება და ამასთან შეგუება ასწავლა. მას მერე, რაც ბანკებმა ახალი რეგულაციები დააწესეს საზოგადოების დიდი ნაწილი კერძო მევახშეებისგან იღებს თანხას, რომელსაც ძალიან დიდი პროცენტი აქვს და საბოლოო ჯამში ადამიანები ისეთ თანხებს ეჭიდებიან, რისი გადახდის უნარიც მათ შემდგომ არ აქვთ.

ნახევარი მილიონი მოქალაქე საქართველოში საბანკო სესხის გადახდას ვერ ახერხებს. ეროვნული ბანკიდან შიდა ინფორმაციამ გამოჟონა, საიდანაც ირკვევა, რომ მათ შორის არის 100 ათასი ადამიანი, ვინც უპრობლემოდ ახერხებდა სესხის გადახდას 2018 წელს, ხოლო 2019 წელს მათი მდგომარეობა დამძიმდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინფორმაციის ნამდვილობას ადასტურებს. ასევე ადასტურებს იმასაც, რომ ასევე 1,8 მლნ ადამიანიდან 500 ათასი ვერ ახერხებს საბანკო სესხის დაფარვას, ხოლო 111 ათასი ადამიანს სესხის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემა ბოლო ერთ წელწადში შეექმნა.

საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის თქმით, 2019 წლის ბოლოს ყოველ მეოთხე მსესხებელს და თავდებით პირს აქვს ვადაგადაცილება.

„იმისთვის, რომ მათი რაოდენობა შემცირდეს, ჩვენ უნდა ვერბრძოლოთ მიზეზს. მთვარი მიზეზი კი სიღარიბე და გაჭირვებაა, თორემ ნამდვილად არავის ეხალისება ვალის აღება და ამ ვალის ვერგადაუხდელობა“, – განაცხდა კეპულაძემ.

ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი კი ამბობს, რომ ახლა უკვე 111 ათასი ადამიანია, ვისაც არ უფიქსირდებოდოდა წინა წლის დავალიანება, ხოლო დღეს იმ სიაში შედიან, ვისაც გადახდის პრობლემა აქვს.

„ეს ნიშნავს კონკრეტულ პრობლემებს ან მსესხებელების კონკრეტულ ბიზნესს აქვს პრობლემა, ან სადაც მუშაობენ მათი სამსახურის განვითარების ტემპია შენელებული. საბოლოო ჯამში, ეს უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ ეკონომიურ მდგომარეობას. ეს 111 ათასი ადამიანი მიემატა იმ სიას, ვინც ვეღარ ფარავს საბანკო დავალიანებას“, – აღნიშნა ეკონომიკის ექპერტმა.

tv9news.ge („ბანკები და ფინანსების“ მასალაზე დაყრდნობით)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close