ფსიქოლოგიარჩევები

როგორ მოვიქცეთ, როცა ხშირად არ გვიმართლებს?

ზოგჯერ, ცხოვრების ერთ რომელიმე ეტაპზე ადამიანის ენერგეტიკა სუსტდება და იგი ამ პერიოდში წარუმატებლობას მაგნიტივით იზიდავს. თუკი თქვენი თავის შეცოდებას დაიწყებთ, კი, შეგიცოდებენ, მაგრამ იცოდეთ, მეგობრობას ან თანამშრომლობას არავინ შემოგთავაზებთ. აბა, გაიხსენეთ, თქვენ თვითონ როგორ რეაგირებთ, როცა ნაცნობებიდან ვინმე სულ თავის ცხოვრებაზე წუწუნებს? თავდაპირველად თანაგრძნობას განიცდით, შემდეგ – მსუბუქ გაღიზიანებას, მერე კი – გაბრაზებას. ის კი არა, ზოგს ეს წუწუნა „შავ სიაშიც“ კი შეყავს და მის სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობს. ასეა და რას იზამ?! – ადამიანები ხელმოცარულებთან ურთიერთობას გაურბიან, თითქოსდა ეშინიათ, „არგამართლების ვირუსით“ თვითონაც არ „დაინფიცირდნენ“. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი თქვენი წუწუნის მერე მავანსა და მავანს შეამჩნევთ, რომ თქვენთან ურთიერთობას გაურბის.

მოკლედ, თუკი არ გიმართლებთ, წუწუნს კი ნუ მოჰყვებით, შეეცადეთ, ეს რჩევები გაითვალისწინოთ:

პირველ რიგში, ყველა თქვენი პრობლემის ჩამონათვალი შეადგინეთ. ამ ჩამონათვალის თავში ის მოაქციეთ, რომლის გადადებაც არ შეიძლება, შემდეგ – უფრო ნაკლებად საჩქარო საქმეები და ასე შემდეგ. თითოეული პრობლემის ბოლოს მიუთითეთ ვადები, რომელთა ფარგლებშიც ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. ძალიან სასარგებლო იქნება, თუ მთვარის კალენდარსაც ჩახედავთ. დავუშვათ, სამსახური გინდათ იშოვოთ, ანდა ფული – უმჯობესია, ეს მზარდი მთვარის პერიოდში გააკეთოთ. მანქანის გაყიდვა და დიეტის დაცვა მილეული მთვარის პერიოდში ჯობს. ძირითადი პრინციპი ასეთია: თუკი რაღაცის მომატება გინდათ, მთვარესაც უნდა ემატებოდეს, ხოლო თუკი რაღაცისგან თავისუფლდებით, უმჯობესია ეს მაშინ გააკეთოთ, როცა მთვარეც კლებისკენ მიდის. მოკლედ, შეადგინეთ თქვენი პრობლემების გრაფიკი და მოქმედებას შეუდექით.

არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეთ პანიკასა თუ სასოწარკვეთილებას

როგორი უიმედოც არ უნდა ჩანდეს სიტუაცია, ვალდებული ხართ, საკუთარი თავის გადასარჩენად ყველა ზომა მიიღოთ. ჩამოწერეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს. ეცადეთ ჩანაწერს რითმული სახე მისცეთ. დაე, ეს რითმები გაუმართავი და უბრალო იყოს. ამით ძალაუნებურდ თქვენს ქვეცნობიერს წარმატებაზე დააპროგრამებთ. ეს თქვენი პირადი შელოცვასავით იქნება. აი, მაშინ კი, როცა შავი ფიქრები გერევათ, პირიქით, მეტ წარუმატებლობას მიიზიდავთ.

ყოველი რთული დღის შემდეგ აუცილებლად მოდუნდით. კომფორტულ სავარძელში მოთავსდით ანდა საწოლზე წამოწექით, თვალები დახუჭეთ და თქვენს შეგრძნებებს მიაყურადეთ. არაფერი აღარ გტკივათ, თბილად ხართ, არც გშიათ და გარშემოც სრული სიწყნარეა? – უთხარით თქვენს თავს: „ამწუთას ყველაფერი რიგზეა“. დატკბით ამ შეგრძნებით.

კარგი იქნება, თუკი მოდუნების წინ არომატულ სანთელს აანთებთ, ანდა რამდენიმე წვეთ სურნელოვან ზეთს ბამბაზე დააწვეთებთ და გვერდით დადებთ. ფსიქოემოციური გადაღლილობის დროს სხვადასხვა არომატი და სურნელი კარგ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე.

გადაღლილობისას – ფორთოხალი, ფიჭვი, ლიმონი, პიტნა.

დათრგუნულობისას – მიხაკი, როზმარინი, კვიპაროსი, საკმეველი.

გაღიზიანებისას – ლავანდი, ვარდი, გრეიპფრუტი, საკმეველი, ვარდი.

ძლიერი აღგზნებისა და შინაგანი შფოთვისას (ისტერიკისას) – ვანილი, გვირილა, საკმეველი.

იცხოვრეთ დღევანდელი დღით. შეადგინეთ დღის გეგმა ისე, რომ მასში პრობლემათა გრაფიკიდან ერთ-ერთი გაითვალისწინოთ. აიღეთ ფურცელი და ზედ თქვენი საყვარელი ფერის ფლომასტრით თქვენი დღევანდელი ნაბიჯები ჩამოწერეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – შავი ან ლურჯი ფერით. სხვათა შორის, შეიძლება უცებ, ინსტინქტურად იგრძნოთ, რომ თქვენი საყვარელი წითელი ფერის მაგივრად მწვანის აღება მოგინდათ, არადა მწვანე ფერისადმი ადრე გულგრილი იყავით. დაემორჩილეთ ამ ინსტინქტს. ეს ქვეცნობიერისგან წამოსული მნიშვნელოვანი იმპულსია… თუკი შესაძლებელია, შეეცადეთ თქვენს ჩაცმულობაში რაიმე მწვანე ფერის დეტალი შეიტანოთ. თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ ეცადეთ ხელთ მწვანე ფერის საგანი მაინც იქონიოთ (თუნდაც მწვანე ფოთოლი).

ყველა დააავადება ნერვებისგან მოდის. სტრესის მდგომარეობაში ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებით მიდრეკილია ინფექციებისადმი. გარდა ამისა, მოსალოდნელია ქრონიკულ დაავადებათა გამწვავებაც. ამიტომაც ფხიზლად იყავით – დღეში, სულ მცირე, ოცი წუთი ფეხით ისეირნეთ, სწრაფი ნაბიჯით, რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ, კვების რეჟიმსაც მიაქციეთ ყურადღება, ვიტამინები და ბალახეულობის საერთო გამაჯანსაღებელი ნაყენებიც მიიღეთ.

შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ სხვებს. სხვების პრობლემებში რომ იძირებით, დროებით თქვენსას ივიწყებთ… აუცილებლად მოიძებნება ვინმე, ვინც ბევრად უფრო ცუდად გრძნობს თავს, ვიდრე თქვენ. ავად გახდით, ანალიზები ცუდია? აბა, წარმოიდგინეთ, რა დღეშია ადამიანი, რომელიც მთელ დღეს ინვალიდის ეტლში ატარებს. გყავთ ასეთი ვინმე ნაცნობებში? დურეკეთ, გაიგეთ რაიმე დახმარება ხომ არ სჭირდება… ვიღაცას სამუშაო არ აქვს, უფულოდაა, ვინ უფრო ცუდ დღეშია, თქვენ თუ ის?.. მოკლედ, დაეხმარეთ მათ, ვისაც თქვენზე მეტად უჭირს. ასე საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული იქნებით და თქვენი უსიამოვნებანიც უკანა რიგში გადაიწევს. ამასთან ერთად, გახსოვდეთ ანდაზა „მადლი ქენი, ქვაზე დადე…“

შეავსეთ თქვენი ცხოვრება რიტუალებით. მნიშვნელობა არა აქვს, ეს რელიგიური იქნება თუ, უბრალოდ, ყოფითი. ფსიქოლოგები თვლიან, რომ პირადი რიტუალები, პრაქტიკულად, ყველა ადამიანს აქვს. ეცადეთ მკაცრად დაიცვათ დილა-საღამოს რიტუალი, თუნდაც ის რამდენიმე წუთი, რომელსაც ფინჯანი ყავით ხელში სახლიდან გამოსვლის წინ, თქვენს საყვარელ სავარძელში გაატარებთ… ეს ყველაფერი პოზიტიური ენერგიითა და საკუთარი თავისადმი რწმენით აღგავსებთ.

აბა, ცადეთ – შედეგი ნამდვილად დაგაკმაყოფილებთ!

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close