მედიცინამსოფლიოnewsსაზოგადოება

კორონავირუსი: გერმანიაში დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გერმანიამ ქვეყანაში ჩინური კორონავირუსით დაავადების პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ განაცხადა. ამის თაობაზე REUTERS-ი იუწყება.

ბავარიის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, პაციენტი შტარნბერგში იმყოფება, მიუნხენთან ახლოს (შტარნბერგიდან მიუნხენამდე 27 კმ-ზე ოდნავ მეტია).

მათივე თქმით, დაავადებული იზოლირებულია და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადამიანები, რომლებიც დაავადებულთან კონტაქტში იმყოფებოდნენ, შესაძლო სიმპტომებისა და ჰიგიენის ღონისძიებების შესახებ გააფრთხილეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 33 წლის ბავარიელი მამაკაცი თავისი ჩინელი კოლეგისგან დაავადდა – როგორც კომპანია Webasto-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, სადაც მამაკაცი მუშაობს, რამდენიმე კვირის წინ მას ურთიერთობა ჰქონდა ჩინეთიდან ჩამოსულ ქალთან, რომელიც მათი კომპანიის ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდა შტოკდორფში (შტარნბერგი). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩინელ ქალს 2019-nCoV ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავარიის სხვა მაცხოვრებლების დაინფიცირების რისკი დაბალია.

რაც შეეხება ავსტრიას, სადაც ვენაში რამდენიმე დღის წინ ვირუსის სიმპტომებით ჩინელი სტიუარდესა საავადმყოფოში მოათავსეს, ვენის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, სტიუარდესას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

27 იანვარს ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხმა CCTV-მ გამოაცხადა ახალი ვირუსით გამოწვეული პნევმონისგან 50 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ პეკინში. ეს ჩინეთის დედაქალაქში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში ე. წ. უჰანის პნევმონიით, რომელსაც ახალი კორონავირუსი იწვევს, ამ დროისათვის უკვე 100 ადამიანია გარდაცვლილი. მთლიანობაში კი ამ დროისთვის 106 შემთხვევა დასრულდა ლეტალურად – ყველა ჩინეთში.

ნინო ხოშტარია 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close