საზოგადოებაჯანმრთელობასაქართველო
თბილისის აეროპორტში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები დაიწყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეპიდემიოლოგების ჯგუფს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟებიც შეუერთდნენ.
მედიკოსები მგზავრებს ადგილზე ამოწმებენ როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით. მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.
ნინო ხოშტარია
კომენტარები