ქართველები უცხოეთშიიტალიაკრიმინალი

იტალიაში 52 წლის ქართველი ემიგრანტი 92 წლის მოხუცის ცემის გამო დააკავეს

იტალიაში პოლიციამ 52 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც იტალიური მედია წერს, ბრალდებულს მოხუცის არასათანადო მოპყრობაში და შეურაცხყობაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 90 წლის პენსიონერთან, რომელსაც სხვადასხვა პათოლოგია აწუხებდა, მომვლელს კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდა, რაც ნათესავებმა და ახლობლებმა შენიშნეს. აქედან გამომდინარე, ისინი პოლიციას დაუკავშირდნენ და პირველადი გამოძიება დაიწყეს.

როგორც მედია წერს, სათვალთვალო ვიდეოთი და ჩვენებებით დასტურდება, რომ მოხუცისადმი არასათანადო მოპყრობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

მოხუცი მამაკაცი მონოპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადის.

52 წლის ქართველი კი ბარის ციხეში მოათავსეს. მას ბრალი წაუყენეს მოხუცისადმი არასადანადო მოპყრობაში, დაზიანებასა და საჯარო მოხელეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close