კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 20-26 იანვარი
20-იდან 24 იანვრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. 25 იანვარს ახალმთვარეობაა, 26 იანვარს – მზარდი მთვარეა.
ეს კვირა იდეალურია ხარვეზების და თუნდაც მნიშვნელოვანი შეცდომების გამოსასწორებლად, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაუშვით. შაბათს, 25 იანვარს, ახალი მთვარის დროს აუცილებელია გაისტუმროთ ძველი ვალები – თუ რაიმე საქმე დაუსრულებელი დაგრჩათ, დროა ახლავე გააკეთოთ. შეიძლება ვინმეს უფლება აქვს ყველაფერი დროებით გადადოს და მოგვიანებით გააკეთოს, მაგრამ უმჯობესია არ გარისკოთ – საქმეების გადადებისა და შეფერხების გარეშე უნდა იმუშაოთ. გახსოვდეთ წარსულში დაშვებული შეცდომები – მხოლოდ ესაა ერთადერთი გზა, არ გაიმეოროთ ისინი და მიზნებს მიაღწიოთ. გადაწყვეტილებები დროულად უნდა მიიღოთ და მიზანში სწორად „მოახვედროთ“. ახლა ის დროა, როდესაც შეიძლება მეორე შანსი აღარ გქონდეთ – ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეთ. და რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ სიყვარული – გარემოებებს მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის გრძნობა, რომელიც ყველა ჩვენი გეგმის განხორციელებაში დაგვეხმარება.
ვერძი
მატერიალურად რთული კვირაა, დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ენერგიულ მოქმედებებს, მაგრამ ბევრი რამ თქვენზე არც არის დამოკიდებული. სხვისი თანხის დათვლა უფრო ხშირად მოგიწევთ, ვიდრე საკუთარის. მათთვის, ვინც ბანკში, მაღაზიაში, ბუღალტერიაში მუშაობს, ეს ჩვეულებრივი, საკმაოდ ნორმალური და მეტიც, კარგი კვირაა, დანარჩენებს კი მოუწევთ ხშირად იყვნენ მეუღლის ფულის, სესხის, მემკვიდრეობის იმედად.
კურო
შესაფერისი დროა ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებისთვის, პარტნიორული ურთიერთობის დამყარებისათვის ბიზნესში და სხვა საქმიანობაში. ფულის თვალსაზრისით პროდუქტიული შეიძლება იყოს, ძირითადად, ჯგუფური ან წყვილთა მუშაობა, თანამშრომლობა, თანაავტორობა. ასევე ხელსაყრელ მდგომარეობაში შეიძლება იყვნენ ნებისმიერი სახის კონსულტანტები. პარტნიორული ურთიერთობის გაწყვეტა, პირიქით, წამგებიანია. სერიოზული ფინანსური ზარალია მოსალოდნელი სასამართლოში წარუმატებლობების შემთხვევაში.
ტყუპი
კარგი დროა კარიერის ასაწყობად, სამსახურის შესაცვლელად, პროფესიონალური უნარების გასაუმჯობესებლად. კვირის პირველ ნახევარში შემოსავალი, ძირითადად, დამოკიდებულია თქვენს შრომისმოყვარეობასა და პროფესიონალიზმზე, მუშაობის ყველა ნიუანსის ცოდნაზე. ამ პერიოდში უმჯობესია არ შეეცადოთ ხელმძღვანელი პოზიციის დაკავებას, არამედ, უბრალოდ, კარგად გააკეთეთ თქვენი საქმე. კვირის მეორე ნახევარი კარგია მოლაპარაკებისთვის, სასარგებლო კონტაქტების მოსაძებნად.
კირჩხიბი
შემოქმედებითი კვირაა, არ განგაწყობთ წმინდა მატერიალური ინტერესებისა და მოსაწყენი საქმის გასაკეთებლად დიდი ფულის სანაცვლოდაც კი. განსაკუთრებით რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როდესაც ფულს უბრალოდ „არ სურს“ მივიდეს მათთან, ვისაც თავისი საქმე არ უყვარს. უნდა გიყვარდეთ ის, შეიტანოთ შემოქმედების ელემენტი ან იპოვოთ სამსახური თქვენი სურვილის შესაბამისად. ან, თუ ეს შესაძლებელია, ცოტა ხნით მაინც დაისვენოთ, შვებულება აიღოთ.
ლომი
ძალიან ენერგიული, დატვირთული კვირაა. დიდ ენერგიას დახარჯავთ, მაგრამ მისი აღდგენა საკმაოდ ადვილი იქნება. და მაინც, ბოროტად ნუ გამოიყენებთ თვითაღდგენის უნარს, არცერთი ორგანიზმის მარაგი შეუზღუდავი არ არის. მავნე ჩვევებს, როგორიც, მაგალითად, მოწევაა, ასევე შეუძლია შეამციროს თქვენი გამძლეობა. რეპროდუქციული და ექსკრეციული სისტემები ყველაზე დაუცველია დაავადებებისგან, განსაკუთრებით მიდრეკილია დაზიანებისკენ ფეხები და ეს გაითვალისწინეთ.
ქალწული
ამ კვირაში ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებისთვის რეკომენდებულია უფრო ხშირად იყვნენ საზოგადოებაში. დაესწარით გასართობ ღონისძიებას ან მოსინჯეთ თქვენი შესაძლებლობები სცენაზე. თუ გსურთ დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოთ, დარეგისტრირდით სასწავლო კურსებზე. ამ პერიოდის განმავლობაში ქალწულის ნიშნის თავისუფალ წარმომადგენლებს შეიძლება შეუყვარდეთ. გამოიყენეთ ეს დრო რომანტიკული ურთიერთობის დასამყარებლად. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ახლა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ შვილებს, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში.
სასწორი
სასწორის ნიშნის ბევრ წარმომადგენელს საფუძვლიანი მუშაობა მოუწევს. თუ შვებულებაში წასვლას არ აპირებთ, იანვრის ამ კვირაში უამრავი სამუშაო და მასთან დაკავშირებული პრობლემები გექნებათ. ქაოსმა და აურზაურმა შეიძლება ისე იმოქმედოს, რომ ნერვულ დაძაბულობამდე მიგიყვანოთ.შეეცადეთ პრობლემები მშვიდად და თანმიმდევრულად მოაგვაროთ. შრომისმოყვარეობა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დაგჭირდებათ, სავარაუდოდ, კარგ შედეგს მოიტანს და ხელმძღვანელობა შენიშნავს თქვენს მონდომებას. ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. თუ უსიამოვნო სიმპტომები გაქვთ, ექიმთან მისვლას ნუ გადადებთ.
მორიელი
ამ კვირაში ბევრი მორიელის ყურადღება ურთიერთობის თემატიკაზე გამახვილდება. ამ დროს შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ ან შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი მეორე ნახევარი გახდება. რომანტიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებული კარგი რჩევები დაგეხმარებათ, რომ ბედნიერი კავშირი შექმნათ, მაგრამ თქვენზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ახლა ადამიანებში მტრობის პროვოცირებისკენ ხართ მიდრეკილი. სიჯიუტემ და დათმობაზე წასვლაზე უარის თქმამ შეიძლება ნათესავებთან და მეუღლესთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ.
მშვილდოსანი
ამ პერიოდის განმავლობაში მშვილდოსანს შეიძლება პრობლემები შეექმნას სამსახურში. შეეცადეთ რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. თუ სამუშაოს დატოვებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით. ამ კვირაში კარდინალურმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს არა მხოლოდ მუშაობაზე, არამედ პირად ურთიერთობებზე. დიდია რომანტიკული ურთიერთობის გაწყვეტის რისკი. სირთულეების დასაძლევად გამჭრიახობა გამოიჩინეთ და ინტუიციას მოუსმინეთ – ახლა ბევრი რამის წინასწარ განჭვრეტა შეგიძლიათ.
თხის რქა
კვირის პირველ ნახევარში ამ ნიშნის წარმომადგენლების საშარდე სისტემა დაუცველია, შესაძლებელია თირკმელების პრობლემები და ინფექციური დაავადებები. ამ მიმართულებით პრევენციული ზომების მიღება, სათანადო დიეტა არავის დააზარალებს. შაბათ-კვირას მოერიდეთ ნერვული სისტემის დაძაბვას, გაუფრთხილდით ფილტვებს, უფრო ხშირად იყავით სუფთა ჰაერზე, მაგრამ მოერიდეთ ორპირ ქარსა და დაბინძურებულ ჰაერს.
მერწყული
ამ კვირაში მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებისთვის რეკომენდებულია მეტი დრო გაატარონ საკუთარ თავთან მარტო. ეს პერიოდი კარგია მარტოობისა და თვითანალიზისათვის. ზედმეტი სოციალური აქტივობის გამოვლენას ნუ შეეცდებით. დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით ან იმოგზაურეთ. ასევე, ეს პერიოდი ხელსაყრელია გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, ავად რომ არ გახდეთ. ურთიერთობებში შეიძლება გაურკვეველი გარემოებების პირისპირ აღმოჩნდეთ. სიტუაცია მშვიდად გააანალიზეთ, ზედმეტი ემოციების გარეშე.
თევზები
ამ კვირაში თევზის ნიშნის წარმომადგენლები მუდმივ შფოთვაში იქნებიან. ფულად თუ სხვა საკითხებში ყველაფერი დამოკიდებულია შემთხვევაზე, რომელიც სინამდვილეში არც ისე შემთხვევითია. თანხის თვალსაზრისით წარმატებული შეიძლება იყოს ოკულტური საქმიანობა, კონსულტაცია, ადამიანებისთვის მომსახურების გაწევა. შეიძლება პირველ წარმატებას მიაღწიოთ ახალ საქმიანობაში, განსაკუთრებით ორგანიზაციული კუთხით. კვირის მეორე ნახევარს მოაქვს კომუნიკაბელურობის შემცირება, ხელს უწყობს მარტო მუშაობას.
თამთა გურული
კომენტარები