ისტორიამსოფლიოსაზოგადოებასაზოგადოებასაქართველო

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი – მსოფლიოს უძველესი, 8 000 წლის ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა 17 იანვარს მსოფლიოს უძველესი ღვინის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. ორგანიზაციის განახლებული შეფასებით, მსოფლიოს უძველეს ღვინოს 8 000 წლის წინათ საქართველოში ამზადებდნენ.

„გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, რომლებიც თბილისიდან სამხრეთით, 50 კილომეტრის დაშორებით არის განთავსებული, არქეოლოგებმა ფერმენტირებული ყურძნის უძველესი ნიმუშები აღმოაჩინეს. აღნიშნული ნიმუშები ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 6000-5800 წლით (8000 წლის წინ) თარიღდება. ყურძნის ნარჩენების უძველეს ნიმუშებს არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებში მიაკვლიეს. ნიმუშების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ისინი შეიცავდნენ მჟავებს, რომლებიც ევრაზიული წარმოშობის ყურძნის ჯიშებისთვის (Vitis vinifera) არის დამახასიათებელი“, – ნათქვამია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვებგვერდზე.

მკვლევარების თქმით, დგინდება, რომ ეს არის მსოფლიოში ღვინის ჭურჭლის დღეისათვის ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8000 წლის წინ იწურებოდა და, საერთოდაც, ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს.

აქამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი ითვლებოდა, რომელიც დაახლოებით 7000 წლით თარიღდება.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close