მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გრიგორი ლეპსს მუსიკას უწერდა (ვიდეო)

რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, რომლის კანდიდატურაც ვლადიმირ პუტინმა წარადგინა,  წარმოშობით ქართველი მომღერლის, გრიგორი ლეპსისთვის (გრიგორი ლეფსვერიძე, დაიბადა სოჭში, ქართულ ოჯახში) მუსიკას წერდა. ამის შესახებ ВЕДОМОСТИ-ს, როგორც თავად რუსული გამოცემა აღნიშნავს, მისმა „კარგმა ნაცნობებმა“ აცნობეს.

რუსეთის საავტორო საზოგადოების რეესტრში მიშუსტინი მითითებულია მუსიკის ავტორად შემდეგ სიმღერებზე: „Настоящая женщина“ და „Зола“. ამასთან, გამოცემის ცნობით, რეესტრში მითითებული დაბადების თარიღი მიშუსტინის დაბადების თარიღს ემთხვევა.

თავად მომღერლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მუსიკის ავტორი, უბრალოდ, რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრის მოგვარეა. ინფორმაციას უარყოფს თავად ლეპსიც. „ეს, უბრალოდ, ჭორებია. სად მუსიკა და სად მიშუსტინი? დაე, პოლიტიკოსები პოლიტიკით დაკავდნენ, მუსიკოსებს კი მუსიკა დაგვიტოვეთ“, – განაცხადა ლეპსმა.

წყარო: imedinews.ge

P.S. INFO: რუსეთის სახელმწიფო დუმამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ მიშუსტინს მხარი 16 იანვარს დაუჭირა. მიხაილ მიშუსტინი 2010 წლიდან რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

რუსეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით 15 იანვარს გადადგა – მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა წამოაყენა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close