კრიმინალისაბერძნეთისპორტი

თესალონიკიში გარდაიცვალა ფეხბურთის ბულგარელი გულშემატკივარი, რომელსაც სცემეს, შემდეგ კი მანქანა დაეჯახა

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკიში გარდაიცვალა ბულგარელი მამაკაცი, რომელსაც საფეხბურთო კლუბ PAOK-ის გულშემატკივრებმა სცემეს, შემდეგ კი მანქანა დაეჯახა.

საბერძნეთის პოლიციის თანახმად, 28 წლის მსხვერპლსა და მის ორ მეგობარს 5 იანვარს დაესხა თავს PAOK-ის 10-იდან 20-მდე გულშემატკივარი, რომლებიც კეტებით იყვნენ შეიარაღებულები.

თავდასხმა თესალონიკის ცენტრში მდებარე ავტოსადგომის მახლობლად მოხდა. პოლიციის თანახმად, ნაცემი მსხვერპლი სამანქანო გზაზე გადავარდა და ავტომობილი დაეჯახა. ორი სხვა ბულგარელიც დაშავდა, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ თავდაპირველად 14 ადამიანი დააკავა ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ეძებენ მძღოლს და ელიან აუტოფსიის შედეგებს, რათა დადგინდეს, მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა თუ ავტომანქანის დაჯახებისგან.

ნაცემი ბულგარელები ბულგარული საფეხბურთო კლუბის, Botev-ის გულშემატკივრები არიან.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close