ავსტრალიაში ხანძრის შედეგად კოალების პოპულაცია ქრება! (ვიდეო)
„ავსტრალიაში ხანძრის შედეგად თითქმის ნახევარი მილიარდი ცხოველი დაიღუპა“, – იტყობინება მედია.
გარემოსდაცვით საკითხებში სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორის, კრის დიკმანის შეფასებით კი, ავსტრალიაში ხანძრის გამო 480 მილიონზე მეტი ძუძუმწოვარი, ფრინველი და რეპტილია დაიღუპა.
ექსპერტები თვლიან, რომ კოალების პოპულაცია განადგურების ზღვარზეა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ავსტრალიაში კოალების რაოდენობა განუხრელად მცირდება, ხანძრამდე პერიოდში ველური კოალა სულ 43 ათასი იყო დარჩენილი.
ახალ სამხრეთ უელსში ხანძარმა ბოლო თვეებში სამ მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. ამ ტერიტორიაზე 28 000 ათასი კოალა ბინადრობდა, თუმცა ბოლო თვეების ხანძარმა მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა.
საფრთხის ქვეშ არიან გადარჩენილი კოალებიც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაცულ ადგილებზე იმყოფებიან და მშობლიურ არეალში ბრუნდებიან. საქმე ისაა, რომ კოალების საცხოვრებელი გარემოს 30% განადგურებულია. სპეციალისტთა ვარაუდით, დაბალი ალბათობაა იმისა, რომ მათ პოპულაციის შენარჩუნება შეძლონ.
მანანა ბანძელაძე
~
კომენტარები