საიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

ლეგალიზაციის პირობები საბერძნეთში: 2019 წლის მიმოხილვა

ადვოკატი პაატა სიმსივე 2019 წლის განმავლობაში საბერძნეთის საიმიგრაციო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შეჯამებას ახდენს. გთავაზობთ ადვოკატის მიერ ჩვენი საიტისთვის მოწოდებულ ტექსტს:

2019 წელს მთავრობის ცვლილების შემდეგ სამართლებრივ დონეზე ბევრი არაფერი შეცვლილა, თუმცა პრაქტიკაში ძალიან ბევრი რამე გაუარესდა. ამავე დროს, არსებობს რაღაც საკითხები, რაშიც გაუმჯობესებაც შეინიშნება. აქ მოვიყვან ძირითად საკითხებს, რაშიც გაუარესება და გაუმჯობესება შეინიშნება.

გაუარესება:

1. მომავალი წლიდან ენსიმების ჩაკვრის/ყიდვის პირობები გართულდება. ზოგადად, ვისაც ენსიმების ჩაკვრა გიწევთ, ჯობს დაიწყოთ 7-8 თვით ადრე. ნუ მიიყვანთ საქმეს ბოლო დღემდე, თუმცა გამოსავალი ბოლო დღესაც და შემდეგაც შეიძლება არსებობდეს.

2. გაუარესდა 7-წლიანების რანდევუებიც. ვინც 5 წელს უკვე ამტკიცებთ, ჯობს საბუთების გაკეთება აქედანვე დაიწყოთ. როგორც ადრე მითქვამს, ნუ დაელოდებით 7 წლის შესრულებას, რომ დაიწყოთ საბუთების გაკეთება.

3. უკვე გართულდა ΑΜΚΑ-ს და ΑΜΑ-ს აღების პირობები. ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ აღარ გაიცემა.

4. ΑΜΚΑ-ს გაცემის უფლება ΚΕΠ-ს უმეტესწილად ჩამოერთვა. უკვე ΑΜΚΑ უცხოელების შემთხვევაში გაიცემა ΕΦΚΑ-ს ადგილობრივ ოფისებში. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდა გამკაცრებული მოთხოვნებისა, ასევე მოგიწევთ იმის დადასტურება, რომ ცხოვრობთ იმ ΕΦΚΑ-ს ოფისის ადგილობრივ კომპეტენციის საზღვრებში, საიდანაც ΑΜΚΑ-ს აღებას ითხოვთ.

5. ათენის Α-ში, Β-ში და პირეაზე გაუარესდა რანდევუს დანიშვნის პირობები. იმ ხალხს, ვისაც მომავალ 1-2-3-4 თვეში გასდის ვადა ადია დიამონზე, ჯობს, რომ რანდევუ აქედანვე ჩანიშნოთ.

6. ათენის Α-ში ძალიან გამკაცრდა საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის საკითხი. ახლა უკვე გადავადებაზეც ითხოვენ საცხოვრებლის შესახებ დამადასტურებელ ცნობას, თანაც ძალიან მკაცრად. ეს მეტწილად პირეას და პალინის „გაფუჭების“ გამო მოხდა. ანუ ამ გზით არის მცდელობა, რომ ხალხი ათენში არ გადავიდეს და უფრო მეტი სამუშაო არ დააწვეთ.

7. ასილოს (თავშესაფრის) შესახებ მიღებულია ახალი კანონი, რომელიც ძალაში შედის 1-ლი იანვრიდან და რომელიც საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას, უარზე გადაწყვეტილება ბევრად უფრო სწრაფად მიიღოს.

8. გაუარესდა ოჯახური შეკავშირების (οικογενειακή επανένωση) პირობები იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მკაცრად ხდება შევსებული აპლიკაციის შემოწმება და საერთოდ ასეთ საფუძველზე ბინადრობის უფლების მინიჭება.

9. ათენის Α-მ განსაკუთრებით გაამკაცრა „გაბერილი“ შემოსავლების დეკლარაციის (εκκαθαριστικά) კონტროლი იმ ადია დიამონების აღების შემთხვევაში, სადაც ეს დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, επί μακρόν διαμένοντος-ის შემთხვევაში, თუმცა აქ, თუ ყველაფერი თავიდანვე სწორად გააკეთეთ, ჯერ კიდე არსებობს გამოსავალი.

10. Επί μακρόν διαμένοντος-ის აღება ვისაც გსურთ და გამოცდების ჩაბარება გეკუთვნით, იცოდეთ, რომ გამოცდები ოდნავ გართულებულია.

11. ძალიან გამკაცრდა ქვეყნიდან (საბერძნეთიდან) გასვლა-გამოსვლის კონტროლი. თუ საქართველოში ან სხვა ქვეყანაში აპირებთ 6 თვეზე მეტი ხნით წასვლას, ჯობს ჯერ ასეთ საკითხებზე თქვენს ადვოკატს ჰკითხოთ რჩევა.

12. გართულებულია ქორწინებით ადია დიამონის აღება. უკვე ყველა ქორწინებას ძალიან ეჭვის თვალით უყურებენ და უკვე დაფიქსირდა შემთხევვები, როცა ნამდვილ წყვილზეც კი უარყოფითი პასუხი გამოვიდა.

13. მოქალაქეობაზე ახალი კანონით ბევრად უნდა გამარტივებულიყო გამოცდების ჩაბარების პროცედურები, თუმცა, როგორც ჩანს, კანონის ამ ნაწილს ძალაში შესვლა არ უწერია და, დიდი ალბათობით, ისე გაუქმდება ან შეიცვლება, რომ 1 დღის პრაქტიკულ არებობასაც ვერ მიითვლის.

14. მოქალაქეობაზე მკვეთრად გაუარესდა მოთხოვნის დამუშავების საშუალო ხანგრძლივობა. ვინც ახლა აბარებთ ათენში და მის შემოგარენში, მინიმუმ 3 წელი არაფრის მოლოდინი არ უნდა გქონდეთ.

15. ათენის Α-ში ვისაც გაქვთ საბუთები, უნდა იცოდეთ, რომ პასპორტის გამოცვლის შემთხვევაში, თუ ადია დიამონი ჯერ კიდევ ძალაშია, მოგიწევთ ორი პასპორტით სიარული, რადგან ადია დიამონს აღარ გამოგიცვლიან. გამონაკლისი შემთხვევებია, როცა გაქვთ ადია დიამონი განუსაზღვრელი ვადით, ან თუ ადია დიამონი დაგეკარგათ.

გაუმჯობესება:

1. ყველა ძირითად უწყებაში აიყვანეს ახალი თანამშრომლები, თუმცა მათი ხელშეკრულებები მხოლოდ 8-თვიანია. წესით, ამას გაუმჯობესება და პროცედურების დაჩქარება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ჯერჯერობით ასეთი რამ არ შეინიშნება.

2. იპურგიოში/პირეაზე ვისაც გაქვთ ჩაბარებული, იცით, რომ ნელ-ნელა დაიძრა თქვენი მოთხოვნების განხილვის საკითხი და 2016 წელს შეტანილი განაცხადების დიდ ნაწილს უკვე იხილავენ.

პაატა სიმსივეს ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/simsive.paata

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close