რას არ გაიგებ/ფაქტები

ათასობით „უხამსი გარეგნობის“ ჭია კალიფორნიის პლაჟებზე

კალიფორნიის პლაჟები პიკანტური ფორმის მქონე გამორიყული თევზითაა სავსე. რეგიონის მაცხოვრებლები მათ განუწყვეტლივ ფოტოებს უღებენ და ცდილობენ გაიგონ, თუ რა სახის არსებები არიან ისინი და რატომ აღმოჩნდნენ ხმელეთზე.

როგორც ერთ-ერთმა ბიოლოგმა New York Post-ს აცნობა, ეს თევზი კი არა, არამედ რგოლოვანი ჭიების (Annelida) ერთ-ერთი სახეობა – Urechis caupo-ა. სანაპიროზე ისინი, სავარაუდოდ, ძლიერმა შტორმმა გამორიყა, რადგან, როგორც წესი, ეს ჭიები, რომელთა სიგრძე 25 სანტიმეტრს აღწევს, წყალქვეშ ცხოვრობენ და ფსკერზე ტალახში ან ქვიშაში იმალებიან.

ამასთან, მან დასძინა, რომ ადგილობრივი სერფერების ხუმრობებს, რომ ეს ჭიები ფალოიმიტატორების გადამზიდი გემის ავარიამ „გვაჩუქა“, საერთო არაფერი აქვთ რეალობასთან.

„ძლიერ ქარიშხალს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოკეანეში წყალი ძალიან თბილია, შეუძლია „ამოთხაროს“ ეს ჭიები მათი ბუნებრივი გავრცელების ადგილიდან და სანაპიროზე ამოყაროს იქ მყოფთა სახალისოდ“. – აღნიშნა ბიოლოგმა.

რგოლოვანი ჭიის ეს სახეობა 25 წლამდე ცხოვრობს, ის იკვებება და ცურავს ე. წ. „ხორთუმის“ დახმარებით. მისი საკვები პლანქტონი და ოკეანის სხვა მცირე ზომის მკვიდრნი არიან.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close