მოდა/სილამაზერას არ გაიგებ/ფაქტებიჯანმრთელობა

სელის თესლი კეფირით – „კოქტეილი“ გასახდომად და ნაწლავების მსუბუქი გაწმენდისთვის

25 წლის ასაკში ჩვენი ორგანიზმი „ახერხებს“ უამრავი ზედმეტი და მავნე ნივთიერების დაგროვებას და ეს „რეზერვი“ ყოველწლიურად იზრდება. ტოქსინებისა და ცხიმის მძიმე ტვირთი ორგანიზმის უფრო სწრაფ დაბერებას იწვევს, პირველ რიგში, ზიანდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა და კანი.

ამის თავიდან ასაცილებლად ორგანიზმის გაწმენდის მრავალი გზა არსებობს. გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე დამზოგავ მეთოდს: რაციონში შეიტანეთ სასმელი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ჯაგრისის მოვალეობას შეასრულებს. ის ორადორი მარტივი კომპონენტისგან შედგება – სელის თესლისა და კეფირისგან.

გამწმენდი სასმელი

არც ფერმენტირებული რძე, არც იოგურტი, სწორედაც რომ კეფირი. რძის ყველა პროდუქტიდან მხოლოდ ის შეიცავს საფუარსა და სტრეპტოკოკებს, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან მეგობრული ფლორა მსხვილ და წვრილ ნაწლავებში.

სელის თესლი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც აქრობენ ფეკალურ ქვებს და კურნავენ ლორწოვან გარსს, თუმცა ამ მიზნით მხოლოდ მთელმარცვლოვანი ან მსხვილად დატეხილი თესლი გამოდგება. სითხით გაფუებული თესლი ავსებს კუჭს, დიდი ხნის განმავლობაში იძლევა დანაყრების შეგრძნებას და, ამავე დროს, წმენდს ნაწლავების კედლებს.

გასახდომი სასმელი

სელის თესლისა და კეფირის გამოყენება სხეულს წონის შემცირებაში ეხმარება, არეგულირებს სისხლში ქოლესტერინსა და ცხიმების მეტაბოლიზმს ანუ ლიპიდების ცვლას. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ეფექტიანი გაწმენდის, სხეულის განახლებისა და წონის დაკლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნარევის მიღება სპეციალური პროგრამის მიხედვით, რომელზეც ორგანიზმის დეტოქსიკაციის კურსი მოგითხრობთ. ეს მეთოდი გამოადგებათ მათ, ვისაც ჯანმრთელობის შემდეგი გართულებები აღენიშნება:

  • სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესები (გასტრიტი, წყლულები)
  • კოლიტი
  • შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები
  • ჭარბი წონა

სხეულის დეტოქსიკაციის კურსი

პროგრამა გათვლილია 21 დღეზე. თუ კუჭ-ნაწლავის ზოგადი გაწმენდა დიდი ხნის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ, ექიმები გირჩევენ 2 კურსს ანუ პროცედურის გამეორებას 2 კვირის შემდეგ. ეფექტის შესანარჩუნებლად კი ეს კურსი ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ.

  • პირველი კვირა: საუზმე – 100 მლ კეფირი + 3 ჩ. კ. სელის თესლი
  • მეორე კვირა: საუზმე – 100 მლ კეფირი + 6 ჩ. კ. სელის ზეთი
  • მესამე კვირა: საუზმე – 150 მლ კეფირი + 9 ჩ. კ. სელის ზეთი

მიაჩვიეთ საკუთარი თავი, რომ ყოველ დილით დალიოთ ერთი ჭიქა ცხელი წყალი 40 წუთით ადრე ამ საუზმის მიღებამდე (როგორც მოგეხსენებათ, დილით ადრე ჩვენი ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის მზად საჭმლის მისაღებად და მას დახმარება სჭირდება). გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი ერთადერთი საუზმე უნდა იყოს! სელის თესლისა და კეფირის ნარევის ღამით მიღებამ არ აჩვენა ისეთი ეფექტი, ვახშამზე უმჯობესია ცილა, სადილზე კი ქათმის მკერდი ან კვერცხი მიირთვათ.

მაშინაც კი, თუ საუზმის წინ 1 ს. კ. სელის თესლს კარგად დაღეჭავთ, ესეც კი გამოიღებს შედეგს.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

შენიშვნა: თუ რაიმე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, გამწმენდი კურსის ჩატარებამდე აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ექიმს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close