საზოგადოებასაქართველოსპორტი

ლაშა ბექაურმა ჩინეთის მასტერზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქრო მოიპოვა! (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქ ცინდაოში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – ჩინეთის მასტერზე ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრმა, 19 წლის ლაშა ბექაურმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში ლაშა შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონს, ქართველ ძიუდოისტს, ნიკოლოზ შერაზადიშვილს შეხვდა, რომელიც ესპანეთის სახელით გამოდის. დაძაბულ ფინალში, შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე ლაშამ იპონით გაიმარჯვა.

ბექაურმა ასპარეზობა D ჯგუფში დაიწყო, სადაც აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი, ჩინელი ჰებილიგ ბუ და იაპონელი სანშიტრო მურაო დაამარცხა და ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

ბექაურმა ფინალში გადასასვლელი შეხვედრა თურქ მიკაილ ოზერლერს მოუგო და ფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ნიკოლოზ შერაზადიშვილს აჯობა.

ამ გამარჯვებით ლაშა ბექაურს რეალური შანსი გაუჩნდა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობის ლიცენზია მოიპოვოს.

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური ახალგაზრდებში ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close