მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

ისრაელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საპარლამენტო კოალიციის შესაქმნელად დადგენილი ვადა 11 დეკემბერს ამოიწურა.

ამ ხნის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა მთავარმა კონკურენტმა ბენი განცმა კოალიციის ჩამოყალიბება ვერ მოახერხეს. ამასთან ერთად, პოლიტიკოსები ძალაუფლების განაწილებაზე ვერ შეთანხმდნენ. შესაბამისად, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, 2020 წლის 2 მარტს ჩატარდება.

მიმდინარე წლის სექტემბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს ბენი განცის პარტიამ „ლუჯი და თეთრი“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 33 მანდატი მოიპოვა. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ 120-მანდატიან პარლამენტში 32 მანდატი მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი პოლიტიკოსებს 61-მანდატიანი კოალიციის შექმნა იყო საჭირო.

როგორც  „ბიბისი“ იუწყება, ჯერ უცნობია, გამოიყვანს თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები ისრაელს პოლიტიკური კრიზისიდან. უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, პარტია „ლურჯი და თეთრი“  37 მანდატს მოიპოვებს, პარტია „ლიკუდი“ კი 33 მანდატს მიიღებს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close