მსოფლიოხელოვნებასაზოგადოება

18-კარატიანი ოქროს უნიტაზის იტალიელმა ავტორმა ე. წ. სკოჩით კედელზე მიკრული ბანანი 120 000 დოლარად გაიყიდა

მაიამიში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კედელზე წებოვანი ლენტით, ე. წ. სკოჩით, მიკრული ბანანი 120 ათას დოლარად გაიყიდა.

ნამუშევარს „კომიკოსი“ ჰქვია და მისი სულ 3 ვერსია არსებობს. ის მაიამის სურსათის მაღაზიაში ნაყიდი ბანანისა და წებოვანი ლენტისგან შედგება.

ვებგვერდ Artnet-ის ინფორმაციით, ორი ასეთი ნიმუში უკვე გაყიდულია, მესამის ფასი კი 150 000 დოლარია. მესამე ნიმუშის პოტენციურმა მყიდველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ არსებობს რაიმე სახის ინსტრუქცია, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მათ მაშინ, როდესაც ბანანი დალპება.

ამ უჩვეულო არტინსტალაციის ავტორი ცნობილი იტალიელი ხელოვანი მაურიციო კატელანია. მისი ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნების არტგალერეა Perrotin-მა წარადგინა. როგორც გალერიის მფლობელი ემანუელ პეროტინი ამბობს, „სკოჩით“ მიკრული ბანანი გლობალური ვაჭრობის, ორაზროვნებისა და „კლასიკური იუმორის სიმბოლოა“.

კატელანი ცნობილია თავისი სკულპტურებით, რომლებიც ერთგვარ გამოწვევად არის მიჩნეული პოპკულტურაში. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი – 6 მილიონ დოლარად შეფასებული 18-კარატიანი ოქროს უნიტაზი, რომელსაც ავტორმა „ამერიკა“ დაარქვა – სექტემბერში მოიპარეს ინგლისში Bleinheim Palace-იდან.

ქურდობის ფაქტის შემდეგ 5 ადამიანი დააკავეს. ოქროს უნიტაზის დასაბრუნებლად ჯილდოც კი დააწესეს, თუმცა ნამუშევარი ჯერაც არ უპოვიათ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close