პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

პარლამენტთან აქციის დაშლისას 18 ადამიანი დააკავეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლის დროს 18 პირი დააკავეს. ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

მისი განცხადებით, 18-ივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.

შსს დაკავებულთა ვინაობას არ ასახელებს.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ სირაძე, ადვოკატი ბექა ბასილაია და აქტივისტები – გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close