საზოგადოებასაქართველოსპორტი
3 ოქრო – ლაშა ტალახაძის ტრიუმფი თურქეთში
მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ თურქეთში მიმდინარე ნაიმ სულეიმანოღლუს (სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი) სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში 208/242/450 კგ დაძლია და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
ტურნირზე, სადაც 23 ქვეყანის წარმომადგენელი გამოდიოდა, ლაშა ტალახაძე აბსოლუტური გამარჯვებული გახდა.
ამავე ტურნირზე ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. მიშველიძემ ატაცში 120 კგ დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა; მან 146 კილოგრამი დაძლია აკვრაში და ოქროს მედალი დაისაკუთრა; ოქროს მედალი მოიპოვა ორჭიდშიც – 266 კგ. ქუთაისელმა სპორტსმენმა საკუთარ აქტივს დამატებითი სალიცენზიო ქულები შესძინა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
შეგახსენებთ, რომ ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდა.
წყარო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ფეისბუქგვერდი
კომენტარები