სისხლის გასათხელებელი TOP 7 პროდუქტი

ორგანიზმის მაქსიმალურად გასაჯანსაღებლად ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმ პროდუქტებზე, რომლებიც მას შიდა პროცესების სწორად წარმართვაში ეხმარება.

სწორი კვება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი წამალი თუ სააფთიაქო ვიტამინი, სწორედ ამიტომ მოგიყვებით იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც ყველა ადამიანის რაციონში უნდა იყოს, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

სისხლის გასათხელებელი პროდუქტები:

1. ცხარე წიწაკა ყველას არ მოსწონს, მაგრამ მის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ელემენტია – კაპსაცინი. ამ კომპონენტის წყალობით ცხარე წიწაკას შეუძლია სისხლი გაათხელოს და თავიდან აგვაცილოს შედედება.

2. კაკალი ასევე პირველი თანაშემწეა სისხლის სათანადო კოაგულაციისთვის. გარდა ამისა, იმ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად ერთ მუჭა კაკალს მიირთმევენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი მცირდება.

3. ნიორი ძალიან სასარგებლოა სისხლისთვის. ამცირებს სისხლის სიბლანტეს და ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიორი აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩვენი კვების რაციონში.

4. მარწყვის სეზონი უკვე გავიდა, მაგრამ როგორც კი ეს კენკრა კვლავ გახდება ხელმისაწვდომი, ხშირად მიირთვით. ის სალიცილის მჟავას წყაროა. ეს გემრიელი ხილი აწესრიგებს სისხლის სიმკვრივეს და კარგ განწყობას გვანიჭებს.

5. ცხიმიანი თევზი ხშირად არ წარმოადგენს ოჯახის მთავარ პროდუქტს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და ორგანიზმს ჯანსაღი ცხიმებით ამარაგებს.

6. მცენარეული ზეთი, თხილისა და თევზისგან მიღებული ცხიმების ანალოგიით, ასევე წარმატებით ასრულებს დავალებას და მისი დახმარებით სისხლის მდგომარეობა ნორმალიზდება. განსაკუთრებით სასარგებლოა ზეითუნის ზეთი სალათებსა თუ სხვა კერძებში – ცხადია, უმჯობესია, თერმული დამუშავების გარეშე.

7. პომიდორი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ამდიდრებს ორგანიზმს სალიცილატებით, ლიკოპენით, ფოლიუმის მჟავით – ეს კი ხელს უშლის სისხლის პლაზმის მოცულობის შემცირებას (ე. წ. სისხლის გასქელებას) და თრომბებისგან გვიცავს.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები