კრიმინალისაზოგადოებასაბერძნეთი
თესალონიკში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 72 არალეგალური იმიგრანტი დააკავეს
ბერძენი სამართალდამცველების ცნობით, 72 ადამიანი დააკავეს თესალონიკის ცენტრში გასულ ხუთშაბათს ჩატარებული ოპერაციის შედეგად. დაკავებები მოხდა დიავატის და სორტიუს, ახალი სარკინიგზო სადგურის და არისტოტელეს მოედნის რაიონებში, აგრეთვე, რკინიგზის სადგურის მგზავრებისთვის განკუთვნილ ზონაში. ამის შესახებ MAKTHES.GR წერს.
მთლიანობაში ჩატარებული ოპერაციის დროს 151 ადამიანი შეამოწმეს, მათგან 72-ს არ აღმოაჩნდა ქვეყანაში კანონიერი ყოფნის დამადასტურებელი აუცილებელი დოკუმენტები. დაკავებული მიგრანტების ეროვნული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თესალონიკის პოლიციის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიებები ქალაქში რეგულარულად, „შეუნელებელი ინტენსივობით“ ჩატარდება.
კომენტარები