პარიზის პოლიციის სამმართველოში მამაკაცმა დანით 4 პოლიციელი მოკლა
დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პარიზის პოლიციის სამმართველოში ოთხი პოლიციელი მოკლა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მამაკაცი პოლიციელებს სამმართველოს ეზოში დაესხა თავს. დაშავებულია, სულ მცირე, 5 პოლიციელი, მათგან 4 გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი ქალი. შემთხვევა დღეს, პარიზის დროით 13:00 საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი თავადაც პოლიციის განყოფილებაში მუშაობდა 20 წლის განმავლობაში. მას სმენასთან დაკავშირებული მცირე პრობლემა ჰქონდა, თუმცა რაიმე გადახრის არანაირი ნიშანი არ გამოუმჟღავნებია.
პოლიციის პრეფექტურასთან ახლოს მდებარე მეტროსადგური „სიტი“ უსაფრთხოების ზომების გამო დაიხურა. შემთხვევის ადგილზე პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი და შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანე მივიდნენ. მოგვიანებით პოლიციის სამმართველოში საფრანგეთის პრეზიდენტსაც ელოდებიან.
მამაკაცის აგრესიის მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.
🔴 Attaque au couteau à la préfecture de police à Paris : ►L'assaillant était bien un fonctionnaire administratif affecté au service informatique de la Direction du renseignement de la préfecture de police (DRPP). (images @RemyBuisine)
➡ https://t.co/I05llnVjy4 pic.twitter.com/nXyAE8Wqeh
— Actu17 (@Actu17) October 3, 2019
კომენტარები