ეკონომიკამოგზაურობამსოფლიოსაქართველო
NATIONAL GEOGRAPHIC-მა საქართველოს ვრცელი სტატია მიუძღვნა
სტატიაში სათაურით „მთებიდან ზღვამდე 7 დღეში – საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა“ – აღწერილია, რა შეგიძლიათ ნახოთ საქართველოში 7 დღეში.
პირველი დღე – თბილისი, მეორე დღე – მცხეთა, მესამე დღე – კახეთი, მეოთხე დღე – დასავლეთი, მეხუთე-მეექვსე დღეები – ჩრდილოეთი ან სამხრეთი, მეშვიდე დღე – თბილისი – ასეთი მარშრუტით სთავაზობს მკითხველს ჟურნალისტი სარა იზაბელა ბარტონი საქართველოში მოგზაურობას და აქცენტებს ამ მიმართულებების მთავარ ღირსშესანიშნაობებზე აკეთებს. სტატია შთამბეჭდავი ფოტოებით არის ილუსტრირებული.
National Geographic-ის ვრცელი სტატია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მომზადდა, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოიცავს და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
კომენტარები