კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 23-29 სექტემბერი

23-იდან 27 სექტემბრამდე კლებადი მთვარეა. თუ ქრონიკულ დაღლილობას გრძნობთ, სამსახურში დაძაბულობას მოერიდეთ. შეეცადეთ არ გადააჭარბოთ, წვრილმანებზე არ იდარდოთ.

ამ პერიოდში სრული ჰარმონიისა და სიმშვიდის მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლობლებთან მჭიდრო ურთიერთობა. ოჯახური შეკრებები და გულწრფელი საუბრები საოცარი ძალით აღგავსებთ და უარყოფით ემოციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ეს პერიოდი რამდენიმე დღეს „გჩუქნით“, რომლებიც იდეალურია ზოგიერთი მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებისთვის. არ გაუშვათ ხელიდან საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა, წარმოაჩინეთ თქვენი ნიჭი. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი რისკი საფუძვლიანი უნდა იყოს – ავანტიურას თავი აარიდეთ! ყურადღებით გააანალიზეთ და ისე გადაწყვიტეთ, რის გაკეთებასაც აპირებთ.

28 სექტემბერს ახალი მთვარეა. თუ ამ დღისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება გაქვთ დაგეგმილი, შეეცადეთ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოთ. სამწუხაროდ, ვარსკვლავებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ მოვლენების განვითარებას და ხელსაყრელი შედეგი ვერ მიიღოთ, ასე რომ, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. ახლობელ ადამიანებთან ს ალბათობაც იზრდება, ამიტომ მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. თუ ისინი წარმოიქმნება, შეეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოთ, რათა უფრო რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

29 სექტემბერს მზარდი მთვარის პერიოდი იწყება. შეეცადეთ ფრთხილად იყოთ, ფული ტყუილუვრალოდ არ დახარჯოთ. კარგია, თუ მზარდ მთვარზე  ახალ ურთიერთობას დაამყარებთ, მეგობრულს ან რომანტიკულს – ყურადღებით მიმოიხედეთ ირგვლივ, ირგვლივ მყოფრებს დააკვირდით. ვინ იცის, იქნებ სადმე ახლოს არის თქვენი საბედო ან ერთგული მეგობარი.

 

ვერძი

შესაძლოა ამ პერიოდში ვერძის ნიშნის ქვეშ ვინმეს გაკრიტიკების, სიტყვით განაწყენების დაუძლეველი სურვილი გაუჩნდეთ. გააკონტროლეთ თავი! სულიერი სიმშვიდე ხელს შეგიწყობთ წყნარად გააგრძელოთ საუბარი მეგობართან ან მარტომ ისეირნოთ პარკში. ამ კვირაში მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერა რეკომენდებული არ არის.

 

კურო  

თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, მზად იყავით მომავალ საბედოსთან შესახვედრად. ამ პერიოდში ნებადართულია ფლირტი ყველა მხარეს, არ გაუშვათ ხელიდან არცერთი შესაძლებლობა. სამსახურში ფრთხილად იყავით, როცა რაღაც  განცხადებას აკეთებთ ან რაიმე აზრს გამოთქვამთ. ნებისმიერი არასწორი სიტყვა მომავალში შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.

 

ტყუპი

მოგეხსენებათ, ბედნიერებას სიჩუმე უყვარს. ასე რ, როგორც ძველები იტყოდნენ, „თვალი არ გეცეთ“. საკუთარ თავში იპოვეთ ძალა შეურიგდეთ მათ, ვისთანაც ნაჩხუბარი ხართ. ასევე, შეეცადეთ ახალი პრობლემები არ შეგექმნათ, რადგან ამ პერიოდში თქვენი განწყობა შეიძლება ცვალებადი იყოს.

 

კირჩხიბი

ამ პერიოდის განმავლობაში კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს შორის. იყავით ტაქტიკური და ყურადღებიანი, მაგრამ მტკიცე – უპირატესობა მიანიჭეთ მეორე ნახევარს. მშობლებმა ახლა უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოუსმინონ ყველაფერს, რასაც მათი შვილები ამბობენ. ასე შესაძლებელია თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი პრობლემები და დროულად მისცეთ საჭირო რჩევა.

 

ლომი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეიძლება შემოქმედებითმა იმპულსმა დასძლიოთ! თუ სურვილი გაქვთ გააკეთოთ რაიმე საკუთარი ხელით, დაიწყოთ რემონტი, ახალი საქმე – აუცილებლად მოუსმინეთ საკუთარშინაგან „მეს“-ს. სწორედ ამ პერიოდში დიდი ალბათობით შესაძლებელია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ნუ გაფლანგავთ ფულს უაზროდ.

 

ქალწული

ამ კვირაში ვარსკვლავები ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს დიდ მოგებას უწინასწარმეტყველებენ. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან, თუ ფულის შოვნის საშუალება მოგეცემათ. მეორე ნახევართან ურთიერთობისას იყავით ჩვეულებრივზე უფრო რბილი, ვიდრე ხართ. თქვენი საყვარელი ადამიანი ახლა უფრო დაუცველია, ვიდრე ოდესმე, ასე რომ, არ ღირს მისი გრძნობების სიმტკიცე გამოსცადოთ.

 

სასწორი 

რუტინული პრობლემების მოგვარება სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს დეპრესიაში ჩააგდებთ. დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ – ახლა ეს ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. ყურადღება მიაქციეთ ძილისა და დასვენების რეჟიმს, რათა ჯანმრთელობის ძველმა პრობლემებმა თავი არ შეგახსენოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენთვის ახლა ყველაზე საუკეთესო დასვენება პასიურია.

 

მორიელი

ამ ბოლო დროს საკუთარ თავს ნაკლებ ყურადღებას აქცევდით. იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე და განწყობაც უფრო მხიარული და ფერადოვანი გექნებათ. ამ კვირაში მსხვილი ფულადი გარიგებების განხორციელება რეკომენდებული არ არის.  პირიქით, ახლა უკეთესია თანხის დაზოგვა, ვიდრე დახარჯვა.

 

მშვილდოსანი

მოულოდნელი ამბები მშვილდოსნების ცხოვრების ჩვეულ რიტმს ხელს უშლის. ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ: თუ მათ სწორი კუთხიდან შეხედავთ, ისინი თქვენთვის ხელსაყრელი იქნება. დრო დაუთმეთ მეგობრებს. ზოგიერთ მათგანს რთული პერიოდი აქვს. თქვენ შეგიძლიათ მათ დაეხმაროთ.

 

თხის რქა

რაც უფრო მეტს მუშაობთ ახლა, მით უფრო მეტი პატივისცემას მოიპოვებთ კოლეგების თვალში. არ შეგეშინდეთ საღამოობით ოფისში დარჩენის ან ადრე წამოსვლის – ყველა სამუშაო ჩაგეთვლებათ. მათთვის, ვინც ამ პერიოდში ისვენებს, რეკომენდებულია რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ თავიანთ საყვარელ გასართობებს.

 

მერწყული

შეეცადეთ დაგროვილი საქმე კვირის ბოლომდე დაასრულოთ. ამის გაკეთება მოგვიანებით უფრო რთული იქნება. შაბათ-კვირა დასვენებას დაუთმეთ. მაგალითად, საღამოს გაისეირნეთ. სხვათა შორის, ეს კარგი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის. მარტოხელებს შანსი მიეცემათ თავიანთ სიყვარულს შეხვდნენ.

 

თევზები

ამ პერიოდში კოლეგებთან დავის დროს უმჯობესია კომპრომისზე წასვლა, მომავალში დაგიფასდებათ. ყურადღებით იყავით ახლობლებთან. შესაძლოა, მათ დახმარება დასჭირდეთ, მაგრამ მოერიდოთ რომ რაიმე გთხოვონ. შაბათ-კვირას ბუნებაში დაისვენეთ – სასარგებლო იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის.

თამთა გურული

კომენტარები