fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

პარიზში ელექტროველოსიპედის შესაძენად მოქალაქე €500-ს სუბსიდიას მიიღებს

2020 წლის თებერვლიდან პარიზის ხელისუფლება დედაქალაქის მაცხოვრებლებს ელექტრონული ველოსიპედის შესაძენად 500 ევროს სუბსიდიას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ტრანსპორტის მინისტრის, ვალერი პეკრესის თქმით, მთავრობას წარედგინა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს ელექტრონული ველოსიპედის შესაძენად 500 ევროს მისცემენ. როგორც DW წერს, კარგი ელექტროველოსიპედები, საშუალოდ, 2000 ევრომდე ღირს.

ეს შეთავაზება მომავალი წლის თებერვლიდან ამოქმედდება. სექტემბრიდან კი ამუშავდა სატესტო პროგრამა Veligo, რომელიც მოქალაქეებს ელექტროველოსიპედების გრძელვადიანი პერიოდით დაქირავების შესაძლებლობას აძლევს. ამ სერვისის ღირებულება თვეში 40 ევრომდეა, რომლის ნახევარიც შესაძლებელია დამქირავებელმა დაუფაროს დასაქმებულს. პროგრამის ფარგლებში, გასაქირავებლად პარიზში 20 ათასი ელექტრონული ველოსიპედის შემოყვანა იგეგმება. ამ მხრივ Veligo მსოფლიოში ელექტროველოსიპედების გაქირავების ყველაზე მასშტაბური პროგრამა იქნება.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close