ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

რა ჯდება მოსწავლის სკოლისთვის მომზადება – ზოგადი რჩევები

16 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი იწყება. მანამდე კი მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის სკოლისთვის მომზადების პროცესი მთავარი საზრუნავი ხდება. ამ თემაზე „იმედის დილის“ ჟურნალისტმა სიუჟეტი მოამზადა, თუ როგორ შევარჩიოთ სასკოლო ნივთები და რა დაუჯდება ოჯახებს ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლის მომზადება.

სწავლის დაწყებამდე ხალხმრავლობა მაღაზიებში უკვე შეინიშნება. მშობლების თქმით, პირველ რიგში ისინი ყიდულობენ ჩანთას და საკანცელარიო ნივთებს. მათი თქმით, ამ ყველაფრის შეძენა მათ დაახლოებით 300-500 ლარი უჯდებათ. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა მხოლოდ საკანცელარიო ნივთების მიახლოებითი ფასი 50-100 ლარის ფარგლებშია.

მეორე მნიშვნელოვანი დეტალია სასკოლო ტანსაცმლის და ჩანთის შერჩევა. ბავშვისთვის უსაფრთხო ჩანთის შეძენა კი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და თუ ჯერ არ გიყიდიათ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სპეციალისტების რჩევები.

პირველ რიგში, ჩანთა უნდა იყოს მყარი და უკანა მხარე – ორთოპედიული, რომ გაიმეოროს ხერხემლის ფორმა. ეს იმისთვისაა, რომ ბავშვის ზურგზე ადვილად  მოთავსდეს და ზურგს დატვირთვა არ ჰქონდეს. სპეციალისტების კიდევ ერთი რჩევაა, დიდი ზომის ჩანთა არ იყიდოთ, ასევე, მისი სამხრეები უნდა იყოს რბილი და ელასტიკური.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩანთის წონა, ცარიელ მდგომარეობაში უნდა იწონიდეს 1 კგ-ს და საერთოდ არ უნდა იყოს დატვირთული. ხარისხი ამ შემთხვევაშიც განმსაზღვრელია. თუკი წიგნების მოთავსების შემდეგ ჩანთა დეფორმირდა, ესე იგი, ხარისხიანი არ არის. ჩანთების საშუალო ფასი 20-150 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ზემოთ მოყვანილი ზოგადი რჩევები, თუ ჯერ არ გიყიდიათ სასკოლო ნივთები, ნამდვილად გამოგადგებათ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close