ისტორიასაზოგადოებასაბერძნეთი

განქორწინება ძველბერძნულად: რა უფლებები ჰქონდა ქმარს და რა – ცოლს

როგორც ჩანს, განქორწინება ძველ საბერძნეთშიც აქტუალური იყო, ამასთან, განქორწინება შეეძლო მოეთხოვა როგორც ქმარს, ისე ცოლს.

თუ ქმარი განქორწინებას მოისურვებდა, მას ცოლისთვის უნდა დაებრუნებინა მზითვი, რომელიც მისი ცოლად მოყვანის დროს მიიღო და ცოლი ფინანსურად უზრუნველეყო განქორწინებიდან პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში.

თუ წყვილს ბავშვ(ებ)ი ჰყავდა, ქმარი მას (მათ) თავის ცოლთან ანუ ბავშვ(ებ)ის დედასთან ტოვებდა, ხოლო თუ ახალ ცოლს მოიყვანდა, მასთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა ეკრძალებოდა, სანამ მისი ყოფილი ცოლიც ხელმეორედ არ გათხოვდებოდა.

თუ განქორწინების ინიციატორი  ცოლი იყო, მას სანდო მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა ადგილობრივი უხუცესისთვის, რომ განქორწინებისთვის სერიოზული მიზეზები ჰქონდა. ყველაზე სერიოზული მიზეზი, რომელსაც უხუცესი ყოველთვის იღებდა, მეუღლის მატერიალური ხელმოკლეობა იყო, რის გამოც ის ოჯახს ვერ უზრუნველყოფდა.

აგრეთვე, კანონმდებლობაში Σολώνειο Νομοθεσία ნათქვამია, რომ გაყრა შესაძლებელი იყო  იმ შემთხვევაში, თუ ქმარი თავის ცოლთან სარეცელს არ იყოფდა, სულ ცოტა, თვეში სამჯერ მაინც. კანონმდებლობა მამაკაცს ქმრის მოვალეობის შესრულებისგან თვეში ერთი კვირა ათავისუფლებდა, ცოლის კრიტიკული დღეების დროს.

გაყრის მიზეზი, აგრეთვე, შეიძლებოდა გამხდარიყო ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასეთ შემთხვევაში სახლი ცოლს რჩებოდა მანამ, სანამ იგი მეორედ არ გათხოვდებოდა.

იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ყოფილ ქმარს საცხოვრებლის მფლობელობის უფლება მიენიჭა და მხოლოდ იმ პირობით, რომ თავისი ყოფილი  ცოლისთვის ახალ პარტნიორს მოძებნიდა.

ძველბერძნული საზოგადოება, როგორც ხედავთ, ბევრი თვალსაზრისით უფრო თანამედროვე და გაცილებით წინწასული იყო, ვიდრე ჩვენი დროის საზოგადოება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close