მედიცინამსოფლიოკრიმინალისაზოგადოება
საფრანგეთში, საავადმყოფოში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა
საფრანგეთში, საავადმყოფოში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელებული ცნობით, დაშავებულებს შორის ორი მეხანძრეა.
პარიზის გარეუბანში არსებულ სამედიცინო ცენტრში ცეცხლი ღამის საათებში გაჩნდა, რა დროსაც მაშველებმა და მეხანძრეებმა 50 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 10-მდე ადამიანი მაშველებმა აივნებიდან ჩამოიყვანეს. ხანძრის დროს შენობის ერთი ნაწილი თითქმის ბოლომდე დაიწვა. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. საბოლოო ჯამში, ხანძრის ლოკალიზება გამთენიისას მოხდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ცეცხლი ათსართულიანი შენობის სახურავზე გაჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი დანარჩენ სართულებზე გავრცელდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
1tv.ge
კომენტარები