კუნძულ სარდინიაზე ქვიშის მოპარვის გამო ფრანგ წყვილს პატიმრობა ემუქრება

6-წლიანი პატიმრობა ემუქრება ფრანგ წყვილს, რომელიც იტალიის კუნძულ სარდინიიდან 40 კგ ქვიშის წაღებას აპირებდა. პოლიციამ ქვიშა მათ მანქანაში, პოლიეთილენის 14 ბოთლში მოთავსებული იპოვა. ამის შესახებ BBC წერს.

ფრანგი ტურისტების თქმით, მათ ქვიშა სუვენირად მიჰქონდათ და არც უფიქრიათ, რომ დანაშაულს ჩადიოდნენ.

იტალიის კანონმდებლობით, კუნძულ სარდინიის ცნობილი თეთრი ქვიშა საზოგადოების საკუთრებად მიიჩნევა და მისი გატანა მკაცრად იკრძალება. აკრძალვის დარღვევისთვის სასჯელი ერთიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები