მედიცინამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

იტალიელი მეცნიერი განმარტავს, რატომ უნდა ვჭამოთ ხორცის ნაცვლად მწერები

მეცნიერებმა ახსნეს, თუ რატომ უნდა ჭამონ ადამიანებმა მწერები. ამ თემაზე ვრცელ სტატიას FRONTIERS IN NUTRITION-ი აქვეყნებს.

ადამიანთა კვების საკითხზე მომუშავე სპეციალისტთა შეფასებით, კალიების და ჭიანჭველების სხეულში დიდი რაოდენობითაა ანტიტოქსინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები და ადამიანს შეუძლია ხორცი მწერებით ჩაანაცვლოს.

„ყველა აცნობიერებს, რომ სამომავლოდ მწერები ადამიანისთვის ცილის მიწოდების წყარო გახდება. მწერები, აგრეთვე, შეიცავენ მჟავებს, მინერალებს, ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს“, – აცხადებს ტერამოს (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი მაურო სერაფინი.

მწერებით კვების სარგებლობასთან დაკავშირებით დიდი ხანია, საუბრები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით კაცობრიობის ხორცისმჭამელთა ნაწილი, როგორც ჩანს, მწერებზე გადასვლას არ აპირებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close