მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტებიჯანმრთელობა

წყლით მკურნალობა იაპონურად

უკვე მრავალი წელია, იაპონიას მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია მხცოვანი ადამიანების პროცენტული მაჩვენებლით. ამ ქვეყანაში 100 წლის და მეტი ასაკის 50 000 ადამიანი ცხოვრობს. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს მოვლენა 6 ძირითადი ფაქტორით აიხსნება:
  1. 65 წელზე მეტი ხნის ადამიანების სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევა;
  2. მარილის ნაკლები მოხმარება;
  3. ჯანსაღი ცხოვრების წესი;
  4. რაციონში მჭლე ხორცი და იოგურთი დიდი რაოდენობით;
  5. მოგზაურობა და…
  6. წყლით მკურნალობის იაპონური მეთოდი.

ითვლება, რომ თუ ყოველ დილით საუზმის მიღებამდე სვამთ წყალს, არ შეგაწუხებთ: გაუვალობა, თავის ტკივილი, ართრიტი, ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ზედმეტი წონა და ასთმა.

რატომ უნდა დავლიოთ წყალი დილით უზმოზე?

ამ კითხვაზე საკმაოდ ამომწურავი პასუხი არსებობს: ჩვენი სხეულის 60% წყალია, 34% – ორგანული ნივთიერებები და 6% – არაორგანული ნივთიერებები.

8-საათიანი ძილის შემდეგ სისხლი გაცილებით შესქელებულია, ვიდრე დაძინებამდე იყო. მიზეზი წყლის უკმარისობაა. ამიტომაც იაპონლები თავიანთ დღეს სწორედ რომ რადენიმე ჭიქა წყლით იწყებენ.

თუ საუზმეზე კერძს ჩაის ან ყავას აყოლებთ, სისხლი კიდევ უფრო სქელდება. ჩაიცა და ყავაც შარდმდენია, ისინი თირკმლებიდან უფრო მეტ სითხეს გამოდევნიან, ვიდრე მიიღებული გაქვთ. ეს მუდმივ სითხის ნაკლებობას იწვევს და შედეგად ჯერ საჭმლის მომნელებელი ორგანოების პრობლემა ჩნდება, შემდეგ კი – სხვა სისტემებისაც.

აი, რატომ უნდა დალიოთ დილით ჩვეულებრივი წყალი.

როგორ მივიღოთ წყალი სწორად?
  • დალიეთ 200-მლ ტევადობის ოთხი ჭიქა წყალი უზმოზე, სანამ კბილებს გაიხეხავდეთ;
  • 45 წთ არაფერი მიირთვათ;
  • ისაუზმეთ, შემდეგ კი არც ჭამოთ და არც დალიოთ 2 სთ-ის განმავლობაში.

მათ, ვისაც დილით ამ რაოდენობის წყლის დალევა ეძნელება, ვურჩევთ, რომ ჯერ 2 ჭიქით დაიწყონ და ნელ-ნელა გაზარდონ სითხის მოცულობა.

4-იდან ერთ-ერთ ჭიქაში შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი იმუნიტეტის ასამაღლებლად, სისხლის წნევის კონტროლისა და ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის. ლიმონიანი წყალი დაარეგულირებს ორგანიზმის მჟავატუტოვან ბალანსს, გააუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ხელს შეუწყობს ზედმეტი კილოგრამების მოცილებას და სხეულიდან ტოქსინების გამოყოფას.

ამ მეთოდის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ არანაირი გვერდითი ეფექტი არა აქვს.

როგორც იცით, 800 მლ წყალი საკმარისი არაა, დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ წყლის დამატებითი რაოდენობა. სასურველია, თუ წყალს ჭამამდე 45 წთ-ით ადრე მიიღებთ, ჭამის შემდეგ კი 2 სთ-ის განმავლობაში არაფერს მიირთმევთ.

მიბაძეთ იაპონლებს და იცოცხლეთ დიდხანს და ჯანმრთელად!

აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანიც იაპონელია – ქალბატონი კანე ტანაკა, რომელიც 1903 წლის 2 იანვარსაა დაბადებული ანუ თავისი სიცოცხლის 117-ე წელიწადს ითვლის.

კირა კარიაული

მსგავს თემაზე: უმარტივესი დიეტა, რომელიც 2 კვირაში 6-10 კილოს დაგაკლებინებთ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close