იტალიასაზოგადოება
იტალიაში ვულკანი ამოიფრქვა – არის მსხვერპლი (ვიდეო)
იტალიის კუნძულ სტრომბოლიზე ვულკანი ამოიფრქვა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
იტალიური მედიაგამოცემა Ansa-ს ინფორმაციით, 35 წლის ტურისტი სიცილიიდან ვულკანის კრატერთან ახლოს იმყოფებოდა და მას ქვა მოხვდა. იგი მთამსვლელი იყო.
იტალიაში ვულკანის მოულოდნელი გააქტიურების გამო 70 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, რომელთა უმრავლესობა ტურისტია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„სამწუხაროდ, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე მსუბუქად დაშავდა“, – განაცხადა სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა იტალიურ Rai-სთან საუბარში.
სტრომბოლი ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულია, მოქმედი ვულკანით. ვულკანი ბოლოს 2002 წელს გააქტიურდა, რის შედეგადაც განადგურდა სახლები და დაიღუპა 6 ადამიანი. სტრომბოლიზე ამჟამად 500-მდე ადამიანი ცხოვრობს.
ნახეთ ვიდეო:
კომენტარები