fbpx
ჯანმრთელობარჩევები

კიტრით განტვირთვის დღე – ზაფხულის საუკეთესო მარტივი დიეტა

გთავაზობთ განტვირთვის დღეს კიტრის მეშვეობით. კიტრს ტყუილად კი არ უწოდებენ „გასახდომად ყველაზე ეფექტიან ბოსტნეულს“ – მასში 95% წყალია. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კალორიულობის მქონე პროდუქტი შეიცავს ორგანულ მჟავებსა და საკვებ ბოჭკოებს, აგრეთვე, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს. 

კიტრით „განტვირთვის დღე“ დაგეხმარებათ ტოქსინებისა და წიდებისგან გათავისუფლებაში, რომლებიც ორგანიზმში დროთა განმავლობაში გროვდება; ეს პროცედურა უზრუნველყოფს იოდის დღიური ნორმის მიღებას, ხელს უშლის თირკმელებში ქვების წარმოქმნას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.

ამ დღეს აკრძალულია ხორცისა და თევზის მიღება. ერთადერთი, შეგიძლიათ რაციონში დაამატოთ რძის რომელიმე პროდუქტი, ერთი სახის რაიმე ბოსტნეული ან ხილი. 24 სთ-ში 1.5-2 კგ-ს დაიკლებთ.

კიტრით განტვირთვის დღის 4 ვარიანტი

1. მოამზადეთ კიტრისა და პომიდვრის სალათა, მოასხით მას მხოლოდ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი – არანაირი მარილი და სანელებლები. დღიური ნორმა უნდა შეიცავდეს ამ სალათის 4-ჯერ მიღებას, თითოეული ულუფა კი 150 გ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

 

2. ეს ვარიანტი შეიცავს არა მარტო კიტრს, არამედ ვაშლსაც. დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ 1 კგ ვაშლი და 1 კგ კიტრი კანის გარეშე. შეგიძლიათ ამათგან სალათაც მოამზადოთ და ნატურალური იოგურთით შეანელოთ. გაანაწილეთ მთელი რაოდენობა საკვების 5-6 მიღებაზე.

 

3. განტვირთვის დღე კეფირითა და კიტრით სამართლიანად ითვლება გახდომის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საშუალებად. ამისთვის დაგჭირდებათ 1 კგ კიტრი, რომელსაც 5-ჯერ მიღებაზე გაანაწილებთ, შიგადაშიგ შეგიძლიათ დაუმატოთ კეფირი და წყალი: სულ 1 ლ კეფირი და 1.5 ლ წყალი.

 

4. ამ ვარიანტში კიტრს უცხიმო ხაჭო ემატება. თქვენი დღიური ნორმა იქნება 1.5 კგ კიტრი + 0.5 კგ ხაჭო (5 ულუფად გაყავით და 5-ჯერ მიიღეთ, მაგ., 3-საათიანი შუალედით). ხაჭოს შეგიძლიათ დაუმატოთ ნიახური და ოხრახუში. გარდა ამისა, რეკომენდებულია დღის განმავლობაში 1.5 ლ ჩვეულებრივი წყლის მიღება.

აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი და გაიმეორეთ ის არაუმეტეს ერთხელ კვირაში. არ დაგავიწყდეთ, რომ თუ რამე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, სანამ გატვირთვის დღეს გააკეთებდეთ, თქვენს ექიმს უნდა ჰკითხოთ რჩევა.

თამარ ქავჟარაძე

მსგავს თემაზე: ქოლესტერინის დონის შემცირება კიტრის წვენით – მარტივად და უსაფრთხოდ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close