newsეკონომიკაიტალიასაზოგადოება
იტალიის პროფკავშირებმა ტრანსპორტის ორი საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2019/06/Italy-transport-strike.jpg)
იტალიაში ტრანსპორტის მუშაკთა ორი ეროვნული გაფიცვა გამოცხადდა, რომლის ორგანიზატორები არიან დამოუკიდებელი და სახელმწიფო პროფკავშირები. მოთხოვნათა პაკეტი ხელისუფლების მიმართ უკვე მზადაა.
გაფიცვა ყველა სახის ტრანსპორტს შეეხება – როგორც სარკინიგზოს და საქალაქოს, ისე საჰაეროს.
პირველი გაფიცვა დაგეგმილია 24 ივლისისთვის – ამ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჩერდება ყველა სახის ტრანპორტი, საჰაეროს გარდა, ხოლო 26 ივლისს მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტის მუშაკები გაიფიცებიან.
კომენტარები