„ცოცხალი ლეიკოპლასტირი“ მილიონობით ცოცხალ ღეროვან უჯრედს შეიცავს, რომლის დახმარებითაც ადამიანები სწრაფად შეძლებენ გულის შეტევის შედეგად მიღებული დაზიანების აღდგენას. ამის შესახებ ბრიტანელი მეცნიერები იუწყებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პაციენტის უჯრედების ნიმუშიდან შექმნილი და ლაბორატორიაში გამოზრდილი 2X3 სმ-ის ზომის პლასტირი, გულზე „მიკერების“ შემდეგ ჯანსაღ მომუშავე კუნთად ტრანსფორმირდება. ის ქიმიურ კომპონენტებსაც გამოიმუშავებს, რომლებიც გულის არსებული უჯრედების რეგენერაციას და აღდგენას ახდენენ.
„ცოცხალი ლეიკოპლასტირი“ ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა მანჩესტერში გულის დაავადებების თემაზე გამართულ კონფერენციაზე წარადგინეს. მათი თქმით, ეს სიახლე კურდღლებზე გამოცადეს და უსაფრთხო აღმოჩნდა, ადამიანებზე კი ცდები უახლოესი ორი წლის განმავლობაში დაიწყება.
კომენტარები