კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 16 წლის დედამ 7 თვის შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა. მას ბრალი უკვე წაუყენეს, თუმცა შესაძლოა პოლიციამ ჩვილის მამაც დააკავოს.
„მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ მ. შ. ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წლის ასაკს მიუღწეველი, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.
შესაბამისად, გამოძიება ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ გამოძიება იმსჯელებს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხზე“, – განუცხადეს „პრაიმტაიმს“ შსს-ში.
შეგახსენებთ, 21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. მამა ამბობს, რომ ამ დროს ბავშვის დედა სახლში უკვე აღარ იყო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ არასრულწლოვანი დედა თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. მან ბრალი აღიარა.
წყარო: primetime.ge
იმავე თემაზე: 16 წლის დედამ 7 თვის შვილი „ქმრის გასამწარებლად“ მოკლა
კომენტარები