ლიტერატურა/წიგნებიქართველები უცხოეთშიკულტურა

„შუშანიკის წამება“ ნიდერლანდურ ენაზე ითარგმნა

ნიდერლანდებში, საქართველოს საელჩოში იაკობ ცურტაველის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების, „შუშანიკის წამების“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის წარდგენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე დაესწრო.

თარგმანი ნიდერლანდებში მცხოვრებ ქართველ მთარგმნელს არჩილ ჯავახაძეს ეკუთვნის, რომელმაც პრეზენტაციაზე ნაწარმოების თარგმნის პროცესზე, მის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას ჰოლანდიის სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების, აგრეთვე, ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაციის ფარგლებში ქართული ანბანის სამივე სახეობაზე შესრულებული დამწერლობის ნიმუშები გამოიფინა.

ნიდერლანდურის გარდა „შუშანიკის წამება“ თარგმნილია ლათინურ, რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ ენებზე.

ნინო ხოშტარია

წყარო: imedinews.ge

მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: ჰააგაში ტროტუარზე ქართული ანდაზა ამოტვიფრეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close