იტალიაკრიმინალი

ჩეზარე ბატისტისთვის მისჯილი სამუდამო პატიმრობა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ უარყო „წითელი ბრიგადების“ ყოფილი ტერორისტის, ჩეზარე ბატისტის ადვოკატების სარჩელი, რომლითაც ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სამუდამო პატიმრობის 30-წლიანი სასჯელით შეცვლას მოითხოვდნენ.

ამრიგად, ძალაში დარჩა სასამართლოს მიერ ყოფილი ტერორისტისთვის დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი – სამუდამო პატიმრობა.

ყოფილი კომუნისტი სამხედრო, ჩეზარე ბატისტი იტალიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო 1978 წელს ორი პოლიციელის მკვლელობაში, აგრეთვე, 1979 წელს იუველირ პიერ ლუიჯი ტორეჯანისა და იტალიის სოციალური მოძრაობის აქტივისტის, ლინო საბადინის მკვლელობაში.

მემარცხენე რადიკალური დაჯგუფების – „შეიარაღებული პროლეტარები კომუნიზმისთვის“ წევრი ჩეზარე ბატისტი იტალიის მართლმსაჯულებას მრავალი წლის განმავლობაში საფრანგეთში ემალებოდა. მან რამდენიმე დეტექტიური რომანი დაწერა, აგრეთვე, იტალიურ ენაზე თარგმნა ფრანგი ავტორების წიგნები. ამის შემდეგ იგი ათ წელზე მეტხანს ბრაზილიაში ცხოვრობდა, სადაც გასული წლის ბოლოს მისი დაკავების ორდერი გასცეს. ბატისტი ბრაზილიიდან ბოლივიაში გაიქცა, თუმცა მართლმსაჯულებას ვერ დაემალა.

64 წლის ჩეზარე ბატისტი მიმდინარე წლის იანვარში ბოლივიაში დააკავეს, რის შემდეგაც მისი იტალიაში ექსტრადირება განხორციელდა.

მოიწონეთ და გააზიარეთ 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close