newsიტალიასაზოგადოება
იტალიაში ტურისტების ავტობუსი გზიდან გადავარდა
22/05/2019
69 Less than a minute
იტალიის პროვინცია სიენაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა, 4 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილი ქალბატონი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც გიდად მუშაობდა.
ავტობუსში სულ 60 ტურისტი იმყოფებოდა, მათ შორის, საქართველოს, ყაზახეთის, სომხეთის და რუსეთის მოქალაქეები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იტალიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.
უბედური შემთხვევის გამო სიენისა და ფლორენციის დამაკავშირებელი გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო.
კომენტარები