ულამაზესი სააღდგომო კვერცხები – უმარტივესი მეთოდი ბუნებრივი მასალებით
სააღდგომოდ კვერცხების შეღებვა ძალიან სასიამოვნო რიტუალია, რომელიც ყველა დიასახლისს გამორჩეულად უყვარს. ენდროთი ერთფრად შეღებილ კვერცხებთან ერთად შეგიძლიათ სააღდგომო სუფრა დაამშვენოთ საკუთარი ხელით, ბუნებრივი მასალებით მოხატული ულამაზესი კვერცხებით, რასაც ძალიან ცოტა დრო და მინიმალური ძალისხმევა სჭირდება.
ამ ვიდეოში ნაჩვენებია ხახვის ფოჩით კვერცხების შეღებვის მეთოდი, თქვენ კი შეგიძლიათ, სურვილისამებრ, ენდრო გამოიყენოთ, ან ენდრო და ცოტაოდენი ხახვის ფოჩი ერთად, უფრო კაშკაშა ფერისთვის.
დაგჭირდებათ:
თეთრი ფერის კვერცხები (ნახატი უფრო მკვეთრი გამოდის), რაოდენობა – სურვილისამებრ. ენდრო ან ხახვის ფოჩი (შეგიძლიათ ჯერ ერთფრად შეღებოთ კვერცხები და იგივე ნახარში გამოიყენოთ მოხატვისთვის);
კამა, ოხრახუში, შესაძლებელია ქინძიც, ნიახურიც – რაც გინდათ;
პატარა თასით ცოტაოდენი წყალი;
კაპრონის გეტრები ან კოლგოტი.
კომენტარები