სამზარეულო

სოკოს სალათა „დელიკატესი“

საჭირო პროდუქტი:

200 გ ახალი სოკო, 5 კვერცხი, 100 გ ყაბაყი, 200 გ ბადრიჯანი, 100 გ მცენარეული ზეთი, 2 ჩ/კ მარილი, 3 ს/კ ძმარი, 1 ს/კ შაქარი, მწვანილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი:

სოკო მოხარშეთ, შეაგრილეთ და დაჭერით მოგრძო, თხელ ნაჭრებად. ყაბაყს მოაცალეთ ქერქი და თესლი, დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაბრაწეთ ზეთის ნაწილში. ბადრიჯანი დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაბრაწეთ ზეთში. მოხარშეთ კვერცხი, გაფცქვენით, გადაჭერით თავი, ფრთხილად ამოიღეთ გული, ისე რომ ცილა არ დააზიანოთ, გული დაჭერით პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად. გაგრილებული პროდუქტები შეურიეთ, შეკმაზეთ ზეთის, წიწაკის, ძმრისა და მარილის ნარევით. მზა სალათით ამოავსეთ მოხარშული კვერცხის ცილა.

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close